„მინდა საქართველოში ყველა დედა ბედნიერი იყოს“

192
SHARE

ცნობილი მეცო სოპრანო ნინო სურგულაძე დედებს, დედების დღეს ულოცავს. ნინო სურგულაძემ საქვემოქმედო ფონდი „ნატვრის ხე“ დააფუძნა და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მრავალ ბავშვს სიცოცხლე შეუნარჩუნა. როგორც მან საჯარო მილოცვისას აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი შვილი არ ჰყავს, თითოეული ბენეფიციარი შვილად ჰყავს აღქმული.
„ მსურს ყველა დედას მივულოცო დღევანდელი დღე, ვუსურვო დიდხანს სიცოცხლე და შვილების ჯანმრთელობა. ხშირად მიწევს დამწუხრებულ დედებთან ურთიერთობა და განსაკუთრებით მათ მინდა ვუსურვო, შვილების მალე გამოჯანმრთელება, არ მყავს საკუთარი შვილი, მაგრამ თითოეული ბენეფიციარი შვილად მყავს აღქმული და მინდა ეს სტატუსი-დედა ჩემს თავსაც გავუზიარო. მინდა საქართველოში ყველა დედა იყოს ბედნიერი და წარმატებული“,- წერს სოციალურ ქსელში ნინო სურგულაძე.

FB კომენტარები

კომენტარი