“მინდა, მოგიყვეთ, რა მოხდა” – რას ყვება თიკა ჯამბურია თავისი დაკავების შესახებ

178
SHARE

მომღერალი თიკა ჯამბურია გუშინ თავისი დაკავების შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს.

“პირველ ყოვლისა, დიდი მადლობა ყველას, ვინც დაინტერესდით და მგულშემატკივრობდით… მეორე რიგში, მინდა მოგიყვეთ, რა მოხდა … ვნახე, რომ უამრავ სააგენტოს უდევს ინფორმაცია ამ საშინელი ფაქტის შესახებ თუმცა ვცდილობ, არ წავიკითხო. ფიზიკურად, ნერვები არ მაქვს. მოკლედ, მე ვცხოვრობ რუსთაველის 1-ელ ნომერში – ზუსტად იმ სადარბაზოში, რომელიც მიბმულია “პანორამა თბილისის” მშენებლობას, აქედან გამომდინარე ჩვენ, ანუ მაცხოვრებლებს აღარ გაგვაჩნია პარკინგის ზონა, არც ეზო, ამიტომ მანქანას ფიზიკურად ვერსად ვაჩერებთ. ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისთვის მიჩვენებია ჩემი პირადობა, სადაც წერია ჩემი საცხოვრებელი მისამართი და ამის შემდეგ დაურთვიათ ნება მანქანის გაჩერებისა …. მოკლედ, დღეს მე, მამაჩემი, დედაჩემ,ი ჩემი და და ჩემი შვილი – ნინა ვისხედით უკვე დაქოქილ მანქანაში და მივდიოდით ჩვენს გზაზე, როდესაც ჩვენგან მოვიდა ახალგაზრდა გოგონა პატრულის თანამშრომელი, დედაჩემმა დაიწყო პირადობის მოძიება ჩანთაში რადგან, როგორც ზემოთ უკვე მოგახსენეთ, ეს ხერხი – პირადობისა და საცხოვრებელი სახლის ჩვენება “ჭრის”. მოკლედ, არ გვაცადა ამ გოგომ ახსნა, რომ ეს ჩვენი სახლია, რომ აქ ვცხოვრობთ, რომ არ გვაქვს პარკინგი, რომ უკვე გავდივართ და დედაჩემს და ამ გოგონას შორის მოხდა შელაპარაკება სიტყვიერი ამასობაში პატრულის მანქანიდან გადმოხტა მეორე თანამშრომელი, ასევე, ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც პირველივე წამიდან იყო აგრესიული არც მამაჩემის წინაშე მოერიდა უხეში ლაპარაკი (მამაჩემი გენერალია და ძალიან დიდი პატივისცემა აქვს ყველა პატრულის და პოლიციის თანამშრომელს მის მიმართ). მოკლედ, ამასობაში შეიყარა ხალხი ატყდა ერთი ამბავი, დედაჩემს გაუკეთეს ხელბორკილები (დედას შაქარი აქვს ძალიან მძიმე ფორმებში, მისთვის არ შეიძლება ჭრილობა და დაბეჟილობები ). ნერვიულობით გადმოვხტი მანქანიდან და ვთხოვდი, მისთვის ბორკილები მოეხსნათ. ეს ბიჭი, რომლის სახელს შეგნებულად არ დავწერ, იყო აგრესიული … მოუვიდა შელაპარაკება ჩემთანაც და იმ წამსვე დამადო ხელბორკილები …. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ქვეყნის კანონისა და ღმერთის წინაშე, რომ მე მათთვის არანაირი ფიზიკური შეურაცხყოფა მიმიყენებია ….
რაც შეეხება ნინას … ნინამ დღეს მიიღო ზუსტად ის ტრავმა, რომელიც მე 13 წლის ასაკში სააკაშვილის რეჟიმის დროს დაღად დამადეს, როდესაც ზუსტად ამავე ადგილას მამაჩემი ჩემთან ერთად დაიჭირეს !!!!! არასოდეს დამავიწყდება ეს ტკივილი და ძალიან დიდი დრო დამჭირდება ნინას რეაბილიტაციისთვის …… ასევე, აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო დანარჩენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც ძალიან ადამიანურად და თავაზიანად გვექცეოდნენ მეც, დედასაც და ნინასაც … თუმცა ეს დღე ჩემთვის და ჩემი ყველაზე კანონმორჩილი ოჯახისთვის ძალიან მძიმე და შეურაცხმყოფელია …”, – წერს თიკა ჯამბურია სოცქსელში.

ცნობისთვის, მომღერალი თიკა ჯამბურია გუშინ დედასა და მცირეწლოვან შვილთან ერთად დააკავეს. ინციდენტი მანქანის პარკირებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ დარღვევას მოჰყვა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, თიკა ჯამბურია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
ჯამბურია ხელწერილის საფუძველზე გუშინვე გაათავისუფლეს.

FB კომენტარები

კომენტარი