“მიმართულებადაკარგული მთვარე დღეს შესაძლოა ავარიების მიზეზი გახდეს” – მიხეილ ცაგარელი

266
SHARE

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი 17 აპრილის პროგნოზზე “ფორტუნასთან” საუბრობს და ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებს რჩევებს აძლევს: 

“დღევანდელი დღე ყურადღებას ითხოვს მიმართულებადაკარგული მთვარის მიმართ, რაც შესაძლოა ტრავმებისა და ავარიების მიზეზი გახდეს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე  – ნეგატიური დღეა ყველანაირი მგზავრობისთვის. კარგი დღეა სამეცნიერო კვლევებისთვის, სამშენებლო-სამღებრო სამუშაოებისთვის.

ჯანმრთელობა – სუსტება ნერვული სისტემა, მხედველობა, ფეხის კუნთების ზონა.

დღის ფერები და მინერალები  – ნეონისფერები, წითელი, ყვითელი, ვარდისფერი. მინერალებიდან გამოიყენეთ საფირონი, აქვამარინი, ცირკონი, ფირუზი და ციტრინი, აღნიშნული ქვები თქვენდამი დადებით ენერგიებს მოიზიდავს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა მშვილდოსნებისთვის და მერწყულებისთვის, დაძაბულია დღე  კუროსა და მორიელებისთვის”, – აღნიშნავს ასტროლოგი.

FB კომენტარები

კომენტარი