მიმართვა მძღოლებს – “მარჯვენა საჭიან ავტომობილებს არაფერი არ ემუქრება!“

132
SHARE

ავტომრბოლელი მევლუდ მელაძე მძღოლებს მიმართავს და აღნიშნავს, რომ გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ პირველი აპრილიდან მარჯვენა საჭიანი ავტომობილები ტექ–დათვალიერებას ვეღარ გაივლიან, სიმართლეს არ შეესაბამება:

“მარჯვენა საჭიან ავტომობილებს არაფერი არ ემუქრება!!!

ამ ბოლო დროს გავრცელდა ამბავი თითქოსდა პირველი აპრილიდან მარჯვენა საჭიანი ავტომობილები ვეღარ გაივლიდნენ ტექ–დათვალიერებას.

ინფორმაცია არასწორად იქნა აღქმული, პირიქით თუ ჯერ არ გადაგიტანიათ საჭე ჯობია დატოვეთ მარჯვნივ, ვინაიდან ქარხნული ინსტალაცია გაცილებით უსაფრთხოა ვიდრე მოდიფიცირებული.

სწორი ინფორმაცია კი ის გახლავთ, რომ პირველი აპრილის შემდეგ საჭის გადატანა ოფიციალურადაც აღარ შეგეძლებათ – ანუ ყველა ავტომობილი უნდა დარჩეს საჭის იმ მდებარეობით როგორიც იქნება იმ მომენტისთვის (მარჯვენა იქნება ეს მარცხენა თუ შუა)”, – წერს მევლუდ მელაძე.

FB კომენტარები

კომენტარი