2018 წელს მილიარდერების ქონება გაორმაგდა, ღარიბი ადამიანებისა კი 50%-ით შემცირდა

56
SHARE

საქველმოქმედო ორგანიზაციების საერთაშორისო გაერთიანება “oxfam” კვლევას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, 2018 წელს მსოფლიოში მილიარდერების რაოდენობა გაორმაგდა, ხოლო უღარიბესი ადამიანების ქონება 50%-ით შემცირდა.
კვლევის ავტორთა თქმით, 2018 წელს განვითარებულ, დიდ ქვეყნებში გადასახადები შემცირდა, ხოლო განვითარებად ქვეყნებში მდიდარ ადამიანებს გადასახადებს არ უწესებენ. ასევე, გასულ წელს მსხვილი კორპორაციებისთვის დაწესებული გადასახადები შემცირდა, ხოლო განათლებისა და ჯანდაცვის ხარჯები ღარიბი მოქალაქეებისთვის გაიზარდა.
კვლევის ავტორთა ანგარიშით, იმ შემთხვევაში, თუ მდიდრებს გადასახადები 0.5%-ით გაეზრდებათ, ამ დაზოგილი თანხით, 252 მილიონი ბავშვის განათლების საფასურის დაფარვა და 3,3 მილიონი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა იქნება შესაძლებელი.

FB კომენტარები

კომენტარი