„მითხარით, არის თუ არა, ეს სამართლიანი“ – რა მიმართავს ავრცელებს თეონა კონტრიძე (ვიდეო)

489
SHARE

რუსეთში მცხოვრები ქართველი მუსიკოსი, თეონა კონტრიძე ფეისბუქის პირად გვერდზე მიმართავს ავრცელებს. როგორც თეონა კონტრიძის საუბრიდან ირკვევა, მომღერალი რუსეთსა და საქართველოს შორის ცალმხრივი სავიზო რეჟიმი არსებობს უსამართლობად თვლის.
„იცით თუ არა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის არსებობს სავიზო რეჟიმი, თანაც ცალმხრივი. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეებს სჭირდებათ ვიზა რუსეთში შემოსასვლელად. ამ ვიზის მიღება, უახლოესი ნათესავების არსებობის შემთხვევაშიც კი, არარეალურია, უბრალოდ, უარს გეუბნებიან. თუ არ ხარ საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელი ან დიპლომატი, ამ ვიზის მიღება არარეალურია. არადა, რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები რომ საქართველოში გაემგზავრონ, ისიამოვნონ იქაური პეიზაჟებით, ღვინითა და მეგობრებით, ამისთვის მათ არანაირი ვიზა არ სჭირდებათ… მითხარით, არის თუ არა, თქვენი აზრით, ეს სამართლიანი და შეიძლება თუ არა ამას მეგობრობა ვუწოდოთ?“ -აცხადებს კონტრიძე მიმართვაში.

FB კომენტარები

კომენტარი