მითები და რეალობა კორონავირუსის მკურნალობის მეთოდებთან დაკავშირებით – ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა

677
SHARE

მსოფ­ლიო ახა­ლი ტი­პის კო­რო­ნა­ვირუსს ებ­რძვის. ვირუ­სის კერა ჩი­ნე­თის ქა­ლა­ქი უხა­ნია, სა­ი­და­ნაც ის არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში გავ­რცელ­და.
სა­ქარ­თვე­ლო­ში, ამ ეტაპ­ზე, 9 ადა­მი­ანს და­უ­დას­ტურ­და ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი. მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა იტა­ლი­ა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის შემ­დეგ და­ინ­ფი­ცირ­და. სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი პა­ნი­კა­შია, რად­გან, ჯერ­ჯე­რო­ბით, ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მე­დი­კა­მენ­ტე­ბი და ვაქ­ცი­ნა არ არ­სე­ბობს.
სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ვრცელ­დე­ბა ათას­გვა­რი ინ­ფორ­მა­ცია კო­რო­ნა­ვირუ­სის მკურ­ნა­ლო­ბის სხვა­დას­ხვა მე­თო­დზე, თუმ­ცა მათი დიდი ნა­წი­ლი სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.
პა­ნი­კის ფონ­ზე კი გან­სა­კუთ­რე­ბით რთუ­ლია ე.წ. ფეიკნი­უ­სი­სა და ნამ­დვი­ლი ამ­ბის გარ­ჩე­ვა. არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მი­იჩ­ნე­ვენ, რომ კო­რო­ნა­ვირუსს ხე­ლის საშ­რო­ბით, ან ალ­კოჰო­ლის მი­ღე­ბით და­ა­მარ­ცხე­ბენ.
მსგა­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის სჯე­რათ არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ –  მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­შიც.
სწო­რედ ამი­ტომ, AMBEBI.GE გთა­ვა­ზობთ ინ­ფორ­მა­ცი­ას ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­ხედ­ვით, რო­მე­ლიც კო­რო­ნა­ვირუ­სის პრე­ვენ­ცი­ის შე­სა­ხებ მი­თებ­სა და რე­ა­ლო­ბას გა­გაც­ნობთ:

კლავს თუ არა კო­რო­ნა­ვირუსს ხე­ლის საშ­რო­ბი?
არა! ხე­ლის საშ­რო­ბი კო­რო­ნა­ვირუსს არ კლავს. იმის­თვის, რომ თავი ვირუ­სის­გან და­იც­ვათ, ხე­ლე­ბი და­ი­მუ­შა­ვეთ ალ­კოჰო­ლის შემ­ცვე­ლო­ბის ან­ტი­სეპ­ტი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბით, ან და­ი­ბა­ნეთ წყლი­თა და საპ­ნით.

მას შემ­დეგ, რაც ხე­ლებს და­ი­ბანთ, შე­გიძ­ლი­ათ გა­იმ­შრა­ლოთ პირ­სა­ხო­ცით, ქა­ღალ­დის პირ­სა­ხო­ცით, ან ხე­ლის საშ­რო­ბით.

კლავს თუ არა კო­რო­ნა­ვირუსს ულტრა­ი­ის­ფე­რი სხი­ვე­ბი?
არა, არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ გა­მო­ი­ყე­ნოთ ეს მე­თო­დი. კო­რო­ნა­ვირუ­სი ასე არ მოკ­ვდე­ბა, ამას­თან, შე­საძ­ლოა, ყო­ვე­ლი­ვემ კა­ნის დამ­წვრო­ბა და გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს.

მოკ­ვდე­ბა თუ არა კო­რო­ნა­ვირუ­სი, თუ ალ­კოჰოლს, ან ქლორს მთელ ტან­ზე გა­და­ივ­ლებთ?
თუ უკვე კო­რო­ნა­ვირუს­მა ორ­გა­ნიზ­მში შე­აღ­წია, ალ­კოჰო­ლი­სა და ქლო­რის სხე­ულ­ზე მიშ­ხუ­რე­ბა მას ვე­ღარ მოკ­ლავს. სხე­უ­ლის, სა­მო­სის ალ­კოჰო­ლით, ან ქლო­რით და­მუ­შა­ვე­ბა შე­იძ­ლე­ბა სა­ზი­ა­ნო იყოს თქვე­ნი სა­მო­სის­თვის, ასე­ვე თვა­ლე­ბის­თვის, კა­ნის­თვის.

გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ დე­ზინ­ფექ­ცი­ის­თვის ალ­კოჰო­ლი­სა და ქლო­რის გა­მო­ყე­ნე­ბა სა­სარ­გებ­ლოა, მაგ­რამ აუ­ცი­ლე­ბე­ლია გარ­კვე­უ­ლი წე­სე­ბის დაც­ვა და შე­სა­ბა­მი­სი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა იმის­თვის, რომ სა­კუ­თარ თავს არ ავ­ნოთ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბოლო დღე­ებ­ში სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ვირუ­სუ­ლად ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ ალ­კოჰო­ლის და­ლე­ვა კო­რო­ნა­ვირუსს კლავს. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რი ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე­მაც გა­ა­კე­თა: “ჭაჭა დას­ალე­ვად კი არ შვე­ლის, ის შე­გიძ­ლი­ათ გა­ა­ზა­ვოთ წყალ­ში, ან­ტი­სეპ­ტი­კუ­რი თვი­სე­ბე­ბი აქვს ჭა­ჭას და შე­იძ­ლე­ბა ასე გა­მო­ი­ყე­ნოთ”.

არის თუ არა უსაფრ­თხო ჩი­ნე­თი­დან ამა­ნა­თე­ბის მი­ღე­ბა?
დიახ, ამა­ნა­თე­ბის მი­ღე­ბა უსაფრ­თხოა! ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ცნო­ბით, ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩი­ნე­თი­დან ამა­ნა­თებს იღე­ბენ, არ არი­ან კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბის რის­კის ქვეშ. კვლე­ვის მი­ხედ­ვით, ტვირთზე, სხვა­დას­ხვა საგ­ნებ­ზე მოხ­ვედ­რის შემ­თხვე­ვა­ში, კო­რო­ნა­ვირუ­სი დიდ­ხანს ვერ ძლებს.

და­გი­ცავთ თუ კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან პნევ­მო­ნი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა?
არა. ასე­თი ვაქ­ცი­ნა არ არის ეფექ­ტუ­რი კო­რო­ნა­ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ. ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია ურ­ჩევს ადა­მი­ა­ნებს, რომ არ გა­მო­ი­ყე­ნონ პნევ­მო­ნი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში. მე­დი­კო­სე­ბის გან­მარ­ტე­ბით, ეს არ­სე­ბუ­ლი ვირუ­სე­ბის­გან სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და ახა­ლი ტი­პის ვირუ­სია, რომ­ლის და­მარ­ცხე­ბა­საც ახა­ლი ვაქ­ცი­ნა სჭირ­დე­ბა.

არის თუ არა კო­რო­ნა­ვირუ­სის პრე­ვენ­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა ცხვი­რის მა­რი­ლი­ა­ნი წყლით რე­გუ­ლა­რუ­ლი გა­მო­რე­ცხვა?
არა. არ არ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ მა­რი­ლი­ა­ნი წყლით ცხვი­რის გა­მო­რე­ცხვა კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან და­გი­ცავთ. არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნებს მა­რი­ლი­ა­ნი წყლით ცხვი­რის გა­მო­რე­ცხვა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გა­ცი­ე­ბის სწრა­ფად და­მარ­ცხე­ბა­ში და­ეხ­მა­რათ, თუმ­ცა კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვა­ში ეს არა­ე­ფექ­ტუ­რია.

და­გი­ცავთ თუ არა ნივ­რის მირ­თმე­ვა კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან?
ნი­ო­რი სა­სარ­გებ­ლო საჭ­მე­ლია და აქვს ან­ტი­მიკ­რო­ბუ­ლი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი. თუმ­ცა არ არ­სე­ბობს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა იმი­სა, რომ ნი­ო­რი კო­რო­ნა­ვირუ­სის პრე­ვენ­ცი­ის­თვის ეფექ­ტუ­რია.

არის თუ არა კო­რო­ნა­ვირუ­სის პრე­ვენ­ცი­ის­თვის სა­სარ­გებ­ლო სე­ზა­მის ზეთი?
არა. სე­ზა­მის ზეთი ვერ კლავს კო­რო­ნა­ვირუსს. არ­სე­ბობს დე­ზინ­ფექ­ცი­ის ქი­მი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც კლა­ვენ ზე­და­პი­რუ­ლი დე­ზინ­ფექ­ცი­ის დროს ვირუსს. მათ შო­რის, ქლო­რი­ნი, ქლორო­ფი­ლი, ეთა­ნო­ლი, მაგ­რამ სე­ზა­მის ზეთს ეს თვი­სე­ბა არ აქვს.

არის თუ არა უფრო სა­ში­ში კო­რო­ნა­ვირუ­სი მო­ხუ­ცებ­სა და ბავ­შვებ­ში?
კო­რო­ნა­ვირუ­სით შე­იძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კის ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­დეს. და­ა­ვა­დე­ბის გარ­თუ­ლე­ბის უფრო მეტი რის­კის ქვეშ არი­ან ხან­ში შე­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ასე­ვე ისი­ნი, ვი­საც სხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბი აწუ­ხებთ, რო­გო­რე­ბი­ცაა ას­თმა, დი­ა­ბე­ტი, გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბი.

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია ურ­ჩევს ყვე­ლა ასა­კის ადა­მი­ანს, რომ ვირუ­სის­გან თავ­დაც­ვის მიზ­ნით, მკაც­რად და­იც­ვან ხე­ლე­ბი­სა და ცხვი­რის ჰი­გი­ე­ნის წე­სე­ბი.

არის თუ არა ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი ეფექ­ტუ­რი კო­რო­ნა­ვირუ­სის სამ­კურ­ნა­ლოდ?
არა, ზო­გა­დად, ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი ვირუ­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ არა­ე­ფექ­ტუ­რია, ის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ბაქ­ტე­რი­ებ­თან ბრძო­ლის დროს. კო­რო­ნა­ვირუ­სი არის ვირუ­სი და შე­სა­ბა­მი­სად, ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის მი­ღე­ბა არ იქ­ნე­ბა ეფექ­ტუ­რი და ვერ უმ­კურ­ნა­ლებს და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ ადა­მი­ანს.

არ­სე­ბობს თუ არა სპე­ცი­ა­ლუ­რი წამ­ლე­ბი ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა სამ­კურ­ნა­ლოდ?
ამ მო­მენ­ტის­თვის ვირუ­სის სამ­კურ­ნა­ლოდ შე­სა­ბა­მი­სი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი არ არ­სე­ბობს, ამ ეტაპ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს მე­დი­კა­მენ­ტე­ბის შექ­მნა და გა­მოც­და თუ რამ­დე­ნად ეფექ­ტუ­რია ისი­ნი. ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობს პარტნი­ო­რებ­თან კო­რო­ნა­ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ შე­სა­ბა­მი­სი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი­სა და ვაქ­ცი­ნის შე­საქ­მნე­ლად..

ბოლო ცნო­ბე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ზე რამ­დე­ნი­მე ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნია და­მო­უ­კი­დებ­ლად მუ­შა­ობს და სა­ვა­რა­უ­დოდ, მის შექ­მნას 8-დან 12 თვემ­დე დას­ჭირ­დე­ბა.

FB კომენტარები

კომენტარი