მივფრი­ნავ სა­ქარ­თვე­ლო­დან, საქ­მე­ე­ბი მაქვს რო­გორც ევ­რო­პა­ში, ასე­ვე რუ­სეთ­ში – ნინი ქარსელაძე

455
SHARE

მომ­ღე­რა­ლი ნინი ქარ­სე­ლა­ძე ბოლო პე­რი­ოდ­ში პო­ლი­ტი­კუ­რად ძა­ლი­ან გა­აქ­ტი­ურ­და – მისი ფე­ის­ბუქპოს­ტე­ბი პო­ლი­ტი­კუ­რი ში­ნა­არ­სი­საა, არ ერი­დე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­კე­თე­ბას ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან და პო­ლი­ტი­კურ შო­უ­ებ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობს. წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­შიც აქ­ტი­უ­რად ჩან­და საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გვერ­დით, მის მხარ­დამ­ჭერ კლიპ­შიც მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და რე­გი­ო­ნებ­ში კონ­ცერ­ტებ­ზეც გა­მო­ვი­და “ქუ­ჩის ბი­ჭებ­თან” ერ­თად.
სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან ნი­ნიმ ამის გამო კრი­ტი­კაც და­იმ­სა­ხუ­რა, გავ­რცელ­და ჭო­რე­ბიც, რომ მომ­ღე­რალს ამ მხარ­და­ჭე­რის გამო, თა­ნამ­დე­ბო­ბა­საც და­პირ­დნენ და რომ ნინი ქა­ლაქ­ში პი­რა­დი დაც­ვით გა­და­ად­გილ­დე­ბა და ა.შ.
AMBEBI.GE ნინი ქარ­სე­ლა­ძეს და­უ­კავ­შირ­და. მომ­ღე­რალ­მა ინ­ტერ­ვიუ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის­თვის მი­ლოც­ვით და­ი­წყო:
“პირ­ველ რიგ­ში კი­დევ ერთხელ ვუ­ლო­ცავ ქალ­ბა­ტონ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს გა­მარ­ჯვე­ბას. ასეც ვი­ცო­დი, რომ ის გა­ი­მარ­ჯვებ­და! ამ ქალ­ბა­ტო­ნის საქ­მი­ა­ნო­ბას ყო­ველ­თვის თვალს ვა­დევ­ნებ­დი და უდი­დეს პა­ტივს ვცემ იმის გამო, რა­საც ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის აკე­თებ­და. დიდი ხა­ნია ის უამ­რავ კარგ საქ­მეს აკე­თებს ქვეყ­ნის­თვის და ჩემს დიდ პა­ტი­ვის­ცე­მა­საც ამი­ტომ იმ­სა­ხუ­რებს.
– ნინი, შენი ოჯა­ხი სა­ა­კაშ­ვი­ლის დროს იყო შე­ვიწ­რო­ვე­ბის მსხვერ­პლი, ამის გამო უპი­რის­პირ­დე­ბი ასე “ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას”?
– ძა­ლი­ან რთუ­ლი პე­რი­ო­დი გა­მო­ი­ა­რა ჩემ­მა ოჯახ­მა წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მმარ­თვე­ლო­ბის დროს – ბი­ძა­ჩე­მი ორ­ჯერ და­ი­ჭი­რეს, ასე­თი რამ ის­ტო­რი­ა­ში არ არ­სე­ბობს, ერთი ადა­მი­ა­ნი ორ­ჯერ და­ე­ჭი­რათ. ყველ­გან დაბ­ლო­კი­ლე­ბი ვი­ყა­ვით, 8 წელი არ­სად მიმ­ღე­რია არც მე და არც “ქუ­ჩის ბი­ჭებს”, გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ზუ­რას მი­ტინგზე გა­მოს­ვლის შემ­დეგ, შენ და “ქუ­ჩის ბი­ჭე­ბი” “ზე­მოთ” დაგბ­ლო­კე­სო. ვინ იყო ის “ზე­მოთ”, წარ­მოდ­გე­ნა არ გვაქვს.
– მა­შინ მთა­ვარ კონ­ცერ­ტებს სტე­ფა­ნე და კახა ცის­კა­რი­ძე ატა­რებ­დნენ, რომ­ლებ­თა­ნაც ვიცი, რომ მე­გობ­რობს თქვე­ნი ოჯა­ხი…
– მე მქონ­და კა­ხუ­ჩე­ლას­თა­ნაც და სტე­ფა­ნეს­თა­ნაც სა­უ­ბა­რი ამ თე­მა­ზე, მაგ­რამ ზუს­ტად ვიცი და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ვერ მი­ი­ღებ­დნენ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. მათ არ ჰქონ­დათ უფ­ლე­ბა ზე­მოთ დაბ­ლო­კი­ლი “ქუ­ჩის ბი­ჭე­ბი” და ნინი ქარ­სე­ლა­ძე კონ­ცერ­ტში ჩა­ეს­ვათ.
– გავ­რცელ­და ასე­თი ინ­ფორ­მა­ცია, რომ სოფო ხალ­ვა­შის მსგავ­სად, თქვენც და­გი­ფას­დე­ბათ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მხარ­და­ჭე­რა და თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზეც და­ი­ნიშ­ნე­ბით…
– ცხოვ­რე­ბა­ში არ მი­ფიქ­რია პო­ლი­ტი­კა­ში ყოფ­ნა­ზე. დიდი ად­რე­ნა­ლი­ნი ჰქო­ნია ამ პრო­ცე­სებ­ში ჩარ­თვას, მაგ­რამ არ ვა­პი­რებ პო­ლი­ტი­კა­ში წას­ვლას. ანას­ტა­სი­ას გე­ფი­ცე­ბით, არა­ნა­ი­რი და­პი­რე­ბა არ მი­მი­ღია “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­გან”, სამ­სა­ხუ­რიც არ მჭირ­დე­ბა. მე უკან მყავს ოჯა­ხი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში არ მოღ­ვა­წე­ობს. ჩემ­თვის თან­ხაც კი არა­ვის გა­და­უხ­დია.
მხო­ლოდ ჩემი კე­თი­ლი ნება იყო, ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მეს მხარ­და­სა­ჭერ კონ­ცერ­ტებ­ში მი­მე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. თქვეს 500 ლარი გა­და­უ­ხა­დე­სო, ეს მხო­ლოდ ფორ­მა­ლო­ბა იყო, რად­გან კა­ნო­ნით არ გვაქვს უფ­ლე­ბა სა­არ­ჩევ­ნო კონ­ცერ­ტებ­ში უფა­სოდ გვემ­ღე­რა. რაც შე­ე­ხე­ბა სოფო ხალ­ვაშს, მინ­და თქვე­ნი მეშ­ვე­ო­ბით მი­ვუ­ლო­ცო მას ბა­თუ­მის მე­რის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა. ამას იმ­სა­ხუ­რებს, ის დიდ წვლილს შე­ი­ტანს ბა­თუ­მის კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.
– თუ გექ­ნე­ბათ შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, და­თან­ხმდე­ბით?
– მე მივფრი­ნავ სა­ქარ­თვე­ლო­დან, საქ­მე­ე­ბი მაქვს რო­გორც ევ­რო­პა­ში, ასე­ვე რუ­სეთ­ში. აქამ­დე მხო­ლოდ იმი­ტომ დავ­რჩი, რომ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მობ­რუ­ნე­ბის საფრ­თხე და­ვი­ნა­ხე, ვინც 9 წელი იყო ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში. მხო­ლოდ იმი­ტომ გა­დავ­დე უცხო­ეთ­ში საქ­მე­ე­ბი, რომ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო ამ­ბა­ვი ბო­ლომ­დე მიგ­ვეყ­ვა­ნა და ქალ­ბა­ტონ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს გა­ე­მარ­ჯვა.
– გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რას მი­მარ­თეთ და იმ ხალ­ხს უჩივ­ლეთ, ვინც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გე­მუქ­რე­ბო­დათ, მარ­თა­ლია?
– არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ამ თე­მის გაჟ­ღე­რე­ბა არ მინ­დო­და. ნამ­დვი­ლად შე­ვი­ტა­ნე სარ­ჩე­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, იმე­დი მაქვს ჩვე­ნი ახა­ლი პრო­კუ­რო­რი შალ­ვა თა­დუ­მა­ძე და მისი სტრუქ­ტუ­რა მალე გა­მო­ი­ძი­ებს საქ­მეს და პა­სუ­ხი მო­ე­თხო­ვე­ბა ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც სა­ში­ნე­ლე­ბებს მწერ­და და მე­მუქ­რე­ბო­და. ესე­ნი არ არი­ან ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი გა­ტეხ­ვის­თვის და ადა­მი­ა­ნის დამ­ცი­რე­ბის­თვის არ­სე­ბობს ასე­თი ხალ­ხი. თუმ­ცა, მათ მინ­და ვუ­თხრა, ამ­დე­ნი ტა­ლა­ხის სრო­ლით და ბინ­ძუ­რი კამ­პა­ნი­ით უფრო გავძლი­ერ­დი. რამ­დე­ნი­მე ცნო­ბილ ადა­მი­ან­საც და­ი­ბა­რე­ბენ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, პა­სუხს მო­თხო­ვენ სა­მარ­თლებ­რივ ჭრილ­ში.
დათო იმე­დაშ­ვილს და მაია დარსმე­ლი­ძე­საც უჩივ­ლე?
– დათო იმე­დაშ­ვი­ლი ვინ არის, სა­ერ­თოდ არ ვიცი. ერთხელ ჩა­მიგ­დეს მისი სტა­ტუ­სი და მა­შინ გა­ვი­გე მისი არ­სე­ბო­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა მაია დარსმე­ლი­ძეს… მე სტე­ფა­ნეს­თან ვგრძნობ თავს შერ­ცხვე­ნი­ლად და დამ­ნა­შა­ვედ, რად­გან გა­და­ვე­დი იმ მო­ე­დან­ზე, სა­დაც არას­დროს გა­დავ­სულ­ვარ 28 წლის მან­ძილ­ზე, პრინ­ცი­პე­ბი და­ვარ­ღვიე, მაგ­რამ მაია დარსმე­ლი­ძემ შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა „ქუ­ჩის ბი­ჭებს“. ჩემ­ზე შე­იძ­ლე­ბა გა­ვა­ტა­რო ნე­ბის­მი­ე­რი ტა­ლა­ხის სრო­ლა, მაგ­რამ არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, ვის გა­მოც პრინ­ცი­პებ­საც ვარ­ღვევ. კონ­კრე­ტუ­ლად, რო­მელ ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს და­ი­ბა­რებს პრო­კუ­რა­ტუ­რა, ჯერ­ჯე­რო­ბით ამის თქმის უფ­ლე­ბა არ მაქვს.
– გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ პი­რა­დი დაც­ვა აიყ­ვა­ნეთ…
– ეს არის მხო­ლოდ ხუმ­რო­ბა. ბოლო დროს იმ­დე­ნი მუ­ქა­რა იყო, ჩემ­მა ახ­ლობ­ლებ­მა იუ­მო­რით და­ი­წყეს სა­უ­ბა­რი, სა­ში­შია ქუ­ჩა­ში შენი სი­ა­რუ­ლიო და ჩემი პა­სუ­ხი იყო, და­წყნარ­დით დაც­ვა ავიყ­ვა­ნე-მეთ­ქი, აქე­დან გავ­რცელ­და ეს ჭორი. მარ­თა­ლია გა­მარ­ჯვე­ბულ ადა­მი­ა­ნებს არ ასა­მარ­თლე­ბენ, მაგ­რამ ვიცი ახლა დიდი დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ ვარ და ვცდი­ლობ გა­სარ­თობ ად­გი­ლებს მო­ვე­რი­დო.
– რა გეგ­მე­ბი გაქვთ?
– მა­გის­ტრა­ტუ­რა­ში უნდა ჩა­ვა­ბა­რო და და­ვიკ­მა­ყო­ფი­ლო ის ინ­ტე­რე­სე­ბი, რაც მაქვს.

წყარო:https://www.ambebi.ge

Comments

comments