“მივესალმები ჩემს ხანდაზმულ კოლეგებს” – სტეფანე მღებრიშვილი საახალწლოდ დაგეგმილ კონცერტს ეხმაურება

63
SHARE

 

არცერთ ახალ წელს არ ჩაუვლია საახალწლო კონცერტის გარშემო ატეხილი ვნებათაღელვის გარეშე. ყოველ წელს მომღერალთა გარკვეული ჯგუფისგან, მძაფრად გამოხატული უკმაყოფილება და პროტესტი ისმის. გამომდინარე იქიდან, რომ წლევანდელი საახალწლო კონცერტის სცენა ახალგაზრდა მომღერლებს ეთმობა და ამ სიაში სტეფანე მღებრიშვილი არ ფიგურირებს, მომღერალი კონცერტთან დაკავშირებით ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს.

„(არ გეგონოთ, რომ კონცერტზე გამოსვლა მინდა, თავად რომ ვაკეთებდი, არ გამოვდიოდი), უბრალოდ ახალგაზრდა რამდენ წლამდე ითვლება? მივესალმები ჩემს ხანდაზმულ კოლეგებს და მეგობრებს”! – წერს სტეფანე.

FB კომენტარები

კომენტარი