მიდიების სალათა ბრინჯით

1416
SHARE

ინგრედიენტები: გაყინული მიდიები – 600 გრ. გრძელი ბრინჯი – 150 გრ. ზეითუნის ზეთი – 6 ს. კ. კვერცხი 2 ცალი, ძმარი -2 ს.კ. პამიდორი -2 ცალი, დაფნის ფოთოლი -1 ცალი. ოხრახუში, შავი პილპილი, მარილი – გემოვნებით.
მომზადების წესი: გაყინული მიდიები მოვხარშოთ. დაფნის ფოთოლი, მარილი და შავი პილპილის მარცვლები დავუმატოთ. როდესაც მოიხარშება, ცალკე ჭურჭელში გადმოვიღოთ. ცალკე ბრინჯი მოვხარშოთ, შემდეგ მიდიებს შევურიოთ. კვერცხი მოვხარშოთ, პატარა ნაჭრებად დავჭრათ, პომიდორი – კუბიკებად და მიდიებს შევურიოთ. ცალკე ჭურჭელში ზეთი , ძმარი, მარილი, პილპილი შევაზავოთ და ზემოდან სალათას მოვასხათ. ბოლოს წვრილად დაჭრილი ოხრახუში მოვაყაროთ და ფრთხილად ამოვურიოთ.

FB კომენტარები

კომენტარი