მი­სა­ღე­ბია თუ არა ქუ­ჩა­ში საეკლესიო სან­თ­ლის შე­ძე­ნა

642
SHARE

წმინ­და სან­თ­ლებს მარ­თ­ლ­მორ­წ­მუ­ნე ქრის­ტი­ა­ნე­ბი სხვა­დას­ხ­ვა დროს ან­თე­ბენ. ვიდ­რე სან­თელ­თან და­კავ­ში­რე­ბით “გზის” მკითხ­ველ­თა პე­რი­ო­დუ­ლად დას­მულ კითხ­ვებს ვუ­პა­სუ­ხებთ, სა­ეკ­ლე­სიო მსა­ხუ­რე­ბის დროს სან­თ­ლე­ბის დან­თე­ბის სიმ­ბო­ლურ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას შე­ვე­ხე­ბით – ქრის­ტი­ა­ნუ­ლი მოძღ­ვ­რე­ბით, უფა­ლი იესო ქრის­ტე მო­ვი­და ჩვენ­თან, რა­თა ჯო­ჯო­ხე­თის – მა­რა­დი­უ­ლი სიბ­ნე­ლის ტყვე­ო­ბი­დან და­ვეხ­სე­ნით და ჩვენთვის ნა­თელ­ში, ცა­თა სა­სუ­ფე­ველ­ში დამ­კ­ვიდ­რე­ბის გზა ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა. სა­ეკ­ლე­სიო მსა­ხუ­რე­ბის დროს სან­თ­ლე­ბი ინ­თე­ბა ნიშ­ნად ქრის­ტეს მი­ერ სიკ­ვ­დი­ლი­სა და მა­რა­დი­უ­ლი სიბ­ნე­ლის სამ­ყა­როს დათ­რ­გუნ­ვი­სა და გა­მო­ხა­ტავს ამ უზე­ნა­ე­სი გა­მარ­ჯ­ვე­ბით გა­მოწ­ვე­ულ სი­ხა­რულ­სა და ზე­იმს…

ტა­ძარ­ში შეს­ვ­ლი­სას, პირ­ველ რიგ­ში სან­თე­ლი ინ­თე­ბა ტაძ­რის მთა­ვარ ხატ­თან, შემ­დეგ წმინ­და ნა­წი­ლებ­თან (რა­საკ­ვირ­ვე­ლია, თუ­კი არის ტა­ძარ­ში), ამის შემ­დეგ – ცოცხალ­თათ­ვის. ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის­თ­ვის ან სხვა საჭი­რო­ე­ბი­სათ­ვის სან­თ­ლებს მაცხოვ­რის, ღვთის­მ­შობ­ლის, წმინ­და პან­ტე­ლე­ი­მო­ნის, ასე­ვე იმ წმინ­დან­თა ხა­ტებ­თან ან­თე­ბენ, რომ­ლებ­საც ღმერ­თ­მა მი­ა­ნი­ჭა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლი კურ­ნე­ბი­სა და სხვა­დას­ხ­ვა გან­საც­დე­ლის ჟამს შე­წევ­ნი­სა. მიც­ვა­ლე­ბულ­თათ­ვის სან­თ­ლებს ან­თე­ბენ ჯვარ­ც­მის წინ.– რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს ტა­ძარ­ში შეს­ვ­ლისას სან­თ­ლის შე­ძე­ნას და დან­თე­ბას?
არ­ქი­მან­დ­რი­ტი მა­კა­რი (ა­ბე­სა­ძე):
ტა­ძარ­ში შეს­ვ­ლი­სას სან­თელს ვან­თებთ იმ და­ნიშ­ნუ­ლე­ბით, რაც ზო­გა­დად სან­თ­ლის დან­თე­ბას აქვს. გარ­და ამი­სა, ტა­ძარ­ში შეს­ვ­ლი­სას, სან­თ­ლის შე­ძე­ნა არის სა­ეკ­ლე­სიო შე­სა­წი­რა­ვი – რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი სან­თ­ლის სა­ფა­სურს იხ­დის, ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით სწი­რავს თა­ვის შრო­მის ნა­წილს ღმერთს და მის საყ­დარს, რაც ღვთის­გან დად­გე­ნი­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაა და ყვე­ლა ადა­მი­ანს ევა­ლე­ბა. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი სან­თელს ქუ­ჩა­ში ყი­დუ­ლობს, ეს არ არის შე­სა­წი­რი, ამას არა ღვთის­თ­ვის, არა­მედ სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად აკე­თებს, – რომ ნაკ­ლე­ბი თან­ხა გა­და­ი­ხა­დოს. ამ­გ­ვა­რი მიდ­გო­მით ადა­მი­ა­ნი ავ­ლენს, რომ ღვთის­თ­ვის ცო­ტა მე­ტი თან­ხის გა­ღე­ბა ენა­ნე­ბა. რას ხმარ­დე­ბა ტა­ძა­რში შე­ძე­ნი­ლი სან­თ­ლის თან­ხა? – საღ­ვ­თო საქ­მე­ებს – ეკ­ლე­სი­ის მსა­ხურთ, გა­ჭირ­ვე­ბუ­ლებს… ანუ ეკ­ლე­სია წყვეტს, რო­გორ გან­კარ­გოს ეს თან­ხა და სწო­რედ ამის გა­მოა სა­ჭი­რო, რომ ადა­მი­ან­მა სა­ეკ­ლე­სიო ნივ­თე­ბი, სან­თ­ლე­ბი, სა­ეკ­ლე­სიო ლი­ტე­რა­ტუ­რა ტა­ძარ­თან არ­სე­ბულ სა­ეკ­ლე­სიო მა­ღა­ზი­ა­ში შე­ი­ძი­ნოს. შე­იძ­ლე­ბა, ვინ­მე შე­მოგ­ვე­და­ოს – იმ ადა­მი­ან­საც ხომ უჭირს მა­ტე­რი­ა­ლუ­რად, რო­მე­ლიც სან­თ­ლებს ქუ­ჩა­ში ყი­დის და მათ­თან სან­თ­ლის შე­ძე­ნი­თაც ხომ შე­ვე­წე­ვით გა­ჭირ­ვე­ბუ­ლებ­სო, მაგ­რამ ეს არა­მარ­თე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბაა. თუ გა­ჭირ­ვე­ბუ­ლია, შე­უძ­ლია, სხვა რამ გა­ყი­დოს. ამ­გ­ვა­რი ქმე­დე­ბით ადა­მი­ა­ნი ეკ­ლე­სი­ას არ­თ­მევს და ამის გა­მო არც ჩვენ ჩაგ­ვეთ­ვ­ლე­ბა მათ­გან სან­თ­ლის ყიდ­ვა მოწყა­ლე­ბად. პი­რი­ქით – და­ნა­შა­უ­ლია, თუ სურ­ვი­ლი გვაქვს, ასეთ ადა­მი­ან­ზე მოწყა­ლე­ბა გა­ვი­ღოთ, ეს არ გვეკ­რ­ძა­ლე­ბა, მაგ­რამ არა – მის­გან სან­თ­ლის შე­ძე­ნით, არა­მედ ისე შე­ვე­წი­ოთ, თან­ხით. შე­საძ­ლოა, ვინ­მე იმა­შიც შე­მოგ­ვე­და­ოს – რა­ში იყე­ნებს ეკ­ლე­სია სან­თ­ლის თუ სხვა სა­ეკ­ლე­სიო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ნივ­თე­ბის გა­ყიდ­ვის სა­ნაც­ვ­ლოდ შე­მო­სულ თან­ხა­სო? – თუ­კი ჩვენ, ეკ­ლე­სი­ის წევ­რე­ბი არა­და­ნიშ­ნუ­ლე­ბი­სა­მებრ ვი­ყე­ნებთ, ამას უფა­ლი ჩვენ მოგ­ვ­კითხავს. ერის­კაცთ კი თა­ვი­ან­თი და­ნა­შა­უ­ლი მო­ე­კითხე­ბათ.

– არსებობს აზ­რი, რომ არ შე­იძ­ლე­ბა კენ­ტი რა­ო­დე­ნო­ბის სან­თ­ლე­ბის დან­თე­ბა. ეს მარ­თ­ლაც ასეა? სა­ერ­თოდ, აქვს თუ არა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, რა რა­ო­დე­ნო­ბის სან­თელს და­ვან­თებთ?
ეს არის ცრურ­წ­მე­ნა. ამ­დე­ნად, რე­ლი­გი­ურ სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბუ­ლია. ადა­მი­ანს შე­უძ­ლია და­ან­თოს იმ­დე­ნი სან­თე­ლი, რამ­დე­ნის შე­ძე­ნის სურ­ვი­ლი და შე­საძ­ლებ­ლო­ბაც აქვს. უმ­ჯო­ბე­სია, ავან­თოთ ერ­თი სან­თე­ლი და მის წი­ნა­შე ვი­ლო­ცოთ გუ­ლის­ყუ­რით და უფალს ვე­ვედ­როთ, ვიდ­რე

ათი ან მე­ტი სან­თე­ლი შე­ვი­ძი­ნოთ, ყვე­ლა სა­სან­თ­ლეს­თან ავან­თოთ და მა­შინ­ვე გა­ვი­დეთ ტაძ­რი­დან. შე­საძ­ლოა, ადა­მი­ანს სა­ერ­თო­დაც არ ჰქონ­დეს სან­თ­ლის შე­ძე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა, მაგ­რამ ეს არ უნ­და იქ­ცეს ტა­ძარ­ში შეს­ვ­ლის და­მაბ­რ­კო­ლე­ბელ მი­ზე­ზად. ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში შეგ­ვიძ­ლია, სხვე­ბის მი­ერ დან­თე­ბუ­ლი სან­თ­ლე­ბის წი­ნა­შე ვი­ლო­ცოთ.

– რა­ტომ ით­ვ­ლე­ბა ცვი­ლის სან­თე­ლი სა­უ­კე­თე­სო შე­სა­წი­რა­ვად? აქვს თუ არა რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ცვი­ლის სან­თ­ლის შე­ძე­ნას და მის წი­ნა­შე ლოც­ვას?
ცვი­ლის სან­თე­ლი სა­ეკ­ლე­­სიო და­ნიშ­ნუ­ლე­ბით გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ის­ტო­რი­უ­ლად – ძვე­ლად მხო­ლოდ ცვი­ლის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლ სან­თელს ან­თებ­დ­ნენ. რა თქმა უნ­და, იყო შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ცხო­ვე­ლუ­რი ცხი­მის­გა­ნაც და­ემ­ზა­დე­ბი­ნათ სან­თე­ლი, მაგ­რამ ის არ გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და ეკ­ლე­სი­უ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბით იმის გა­მო, რომ ახა­ლი აღ­თ­ქ­მის პე­რი­ოდ­ში სის­ხ­ლი­ა­ნი მსხვერ­პ­ლ­შე­წირ­ვა დას­რულ­და. თა­ნა­მედ­რო­ვე პე­რი­ოდ­ში, ტექ­ნი­კის გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად უამ­რა­ვი სხვა მა­სა­ლის­გან წარ­მო­ე­ბუ­ლი სან­თე­ლი გაჩ­ნ­და – პა­რა­ფი­ნის, კარ­ტო­ფი­ლის თუ სხვა­დას­ხ­ვა ნივ­თი­ე­რე­ბის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი, მაგ­რამ სა­სურ­ვე­ლია, სან­თე­ლი ცვი­ლის­გან იყოს დამ­ზა­დე­ბუ­ლი. პირ­ველ რიგ­ში იმის გა­მო, რომ ეს არის ტრა­დი­ცი­უ­ლი, ასე­ვე, თუ და­უკ­ვირ­დე­ბით, გა­რეგ­ნუ­ლა­დაც, სურ­ნე­ლე­ბი­თაც, პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მო­ყე­ნე­ბის თვალ­საზ­რი­სი­თაც, ცვი­ლის სან­თე­ლი გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სია, მაგ­რამ არც იმის თქმა შე­იძ­ლე­ბა, რომ სხვა მა­სა­ლის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი სან­თ­ლე­ბის ან­თე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია ან ამით რა­ი­მე დაგ­ვი­შავ­დე­ბა. ამ­გ­ვა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა უკ­ვე ფა­ნა­ტიზ­მია.

წყარო: ჟურნალი გზა

FB კომენტარები

კომენტარი