მთვრალი მამა ანთიმოზი კარაოკედან გააგდეს

670
SHARE

მამა ანთიმოზი მორიგ სკანდალში გაეხვია. თვითმხილველებმა ნახეს, როგორ დაატოვებინეს კარაოკე კლუბი ”ეიფორია” არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ მამა ანთიმოზს.
„კვირა+“-მა ეს ფაქტი ”ეიფორიის” პიარმენეჯერთან, ბექა ხალათაშვილთან გადაამოწმა. მენეჯერის თქმით, საღამო, რომელიც ნინი ბადურაშვილს მიჰყავდა, მხიარულად მიმდინარეობდა და ყველა ერთობოდა, მაგრამ მამაოს ალკოჰოლი ზედმეტი მოუვიდა, მიდიოდა სხვა მაგიდებთან და ქართველებთან ერთად, უცხოელ სტუმრებსაც აწუხებდა. დაცვამ მამაო ჯერ სიტყვიერად გააფრთხილა, მაგრამ ის თავის ადგილზე მაინც არ ბრუნდებოდა. მეორედ გაფრთხილების შემდეგ, მამა ანთიმოზმა დაცვასთან ფიზიკური ანგარისწორება გადაწყვიტა, რის შემდეგაც მას კარაოკე კლუბი დაატოვებინეს.
„კვირა +“ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, მამა ანთიმოზს დაუკავშირდა. ყოფილმა სასულიერო პირმა ინფორმაცია უარყო.
„კარაოკე „ეიფორიაში“ ვიყავი, მაგრამ კაროკედან არავის გამოვუძევებივარ, ყველაფერი ჭორია“, – განუცხადა მამა ანთიმოზმა „კვირა +“-სს.

13000354_220651621631709_542567996505084835_n 12938343_219682771728594_2095233112604583488_n

FB კომენტარები

კომენტარი