მთვარის დაბნელების უნიკალური კადრები – რა ელით ზოდიაქოს ნიშნებს (ვიდეო)

1504
SHARE
  • უცხოური მედია მთვარის დაბნელების უნიკალურ ვიდეოკადრებს ავრცელებს. ასტროლოგიური მოვლენა საქართველოში, თბილისის დროით, დაახლოებით 22:22 წუთზე დაფიქსირდა. ასტროლოგები გვაფრთხილებენ, რომ როგორც წესი, დაბნელების ენერგეტიკა რამდენიმე დღით ადრე შეიგრძნობა განსაკუთრებით სენსიტიური ადამიანების მხრიდან.
    „დაბნელება ამჯერად მერწყულის ნიშანში მოხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ წინ წამოიწევს პოლიტიკური მოვლენების სიმწვავე, შესაძლოა ამ დაბნელებამ მნიშვნელოვან პოლიტიკურ შეთანხმებებს და ახალ წესრიგსაც დაუდოს საფუძველი. მით უმეტეს, რომ მიმდინარე დაბნელება პირდაპირ ეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს და თავად პრეზიდენტ დონალდ ტრამპს (როგორც ცნობილია, ტრამპი მთვარის დაბნელებისას არის დაბადებული), რაც იმას ნიშნავს, რომ ეს დაბნელება მის ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებებს მისცემს დასაბამს.
    გარდა ამისა, დაბნელების ენერგეტიკა წინ წამოსწევს კოლექტივის, მეგობრების, საყოველთაო ძმობის, ჰუმანიზმისა და თანამშრომლობის საკითხებს. დიდი ყურადღებით უნდა მოეკიდოთ სხვის თავისუფლებას და ზოგადად ამ დღეების მანძილზე სასურველია გონივრული ზღვარი დაიცვათ სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას, საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისას. იმიტომ რომ, ალბათობა იმისა, შეხვიდეთ მწვავე პოლემიკაში ან თავად თქვენ მიმართ გამოავლინოს ვინმემ აგრესია ან ცინიზმი, საკმაოდ დიდი იქნება. მთვარის დაბნელებას განსაკუთრებული სიმწვავით გრძნობენ სუსტი სქესის წარმომადგენლები. ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუ უახლოესი დღეების მანძილზე ქალთა პერსონალი გაცილებით უფრო პრეტენზიული და სენსიტიური გახდება.
    არანაკლებ მოქმედებს დაბნელება ბავშვებზეც – როგორც წესი, პატარები ამ დღეებში უმართავები, აგრესიულები, ჭირვეულები და ზედმეტად ემოციურები ხდებიან.
    მნიშვნელოვანია გაითვისწინოთ, ის რომ დაბნელებისას (პლუს-მინუს 3 დღე წინ და უკან) მაქსიმალურად შეიკავოთ თავი აგრესიის ნებისმიერი ფორმით გამოვლენისგან. ნუ აჰყვებით კონფლიქტსებს. ეცადეთ აკონტროლოთ საკუთარი ქმედებები და ნებისმიერი მოვლენა სიღრმისეულად გაანალიზოთ. იმიტომ რომ, ყველაფერი, რაც დაბნელებისას ხდება, როგორც წესი ადამიანების ცხოვრებაში გარკვეულ, კარმულ დანიშნულებას ატარებს.
    მერწყულის ზოდიაქო, რომელშიც ხდება დაბნელება თავის მხრივ ზოდიაქოს მეთერთმეტე სახლს მართავს, ეს კი გახლავთ ოცნებებისა და გრანდიოზული გეგმების სახლი. შესაბამისად, დაბნელების ენერგეტიკა შეგიძლიათ გასაოცარი ნაყოფიერებით გამოიყენოთ საკუთარი მომავლის, იდეებისა და სურვილების “დასაპროგრამებლად”. გახსოვდეთ, – დაბნელებისას სამყარო გაასმაგებული ძალითა და სისწრაფით ასრულებს ჩვენს სურვილს. ასე რომ იოცნებეთ, დაისახეთ მიზნები და ნუ დახარჯავთ დროს ნეგატივზე. სამყარო კანონზომიერია. ამიტომ ყველა თქვენი კეთილი ფიქრი და კეთილი საქმე უკან, ბუმერანგულად დაგიბრუნდებათ!”, – წერენ ვებგვერდ astrologi-ზე ქართველი ასტროლოგები.

FB კომენტარები

კომენტარი