“მთელი ცხოვრება თაფლობის თვე არ იქნება”?! – სოფო ბედიას ქორწილის დეტალები (ფოტოკოლაჟი)

550
SHARE

საზოგადოებისთვის ცნობილმა და საყვარელმა მომღერალმა სოფო ბედიამ გუშინ ოფიციალურად იქორწინა.

მომღერალმა და მისმა რჩეულმა, უფლებადამცველმა მიშა მესხმა სამების საკათედრო ტაძარში დაიწერეს ჯვარი, პომპეზური ქორწილი კი რესტორან “მონოპილში” ჰქონდათ.

როგორც მომღერალმა „კვირას“ უთხრა, ქორწილს 400 კაცი, მათ შორის მომღერლის კოლეგები და მინისტი სოზარ სუბარი ესწრებოდა.

თამადის მოადგილეობის ფუნქცია კი „ფორტეს“ წევრმა ზურა მანჯავიძემ შეითავსა.

„ჯვარი დავიწერეთ სამების საკათედრო ტაძარში, ხელი კი რიტუალების სასახლეში მოვაწერეთ. ძალიან ლამაზად და პომპეზურად ჩაიარა ყველაფერმა. ქორწილი რესტორან “მონოპოლში” გვქონდა. გადავიხადეთ 400 კაციანი ქორწილი. ქორწილს ცნობილი სახეები, ჩემი კოლეგები, მომღერლები, ესწრებოდნენ: „ფორტე“, აჩიკო ნიჟარაძე, თეატრალური კვარტეტი, ქუჩის ბიჭები, ალილო, ასევე, მინისტი ბატონი სოზარ სუბარი გოგა ხაინდრავა, ზაზა პაპუაშვილი, ძალიან ბევრი იყვნენ და მეშინია არ გამომრჩნენ. ჩემი ძმაც რა თქმა უნდა… ჩემი შვილი ძალიან კარგად გაერთო ძალიან უყვართ ერთმანეთის მიშოს და ნიკუშას. ყოველთვის ისეთი მომენტი მქონდა, რომ ძალიან მინდოდა ჩემს მომავალ მეუღლეს და ჩემს შვილს ერთმანეთი ჰყვარებოდათ. მიშა ისეთი ადამიანია, რომ ყველასთან პოულობს საერთოს, ძალიან ტბილი და მოსიყვარულეა ასე რომ ძალიან გამიმართლა“, – განუცხადა „კვირას“ სოფო ბედიამ.

რაც შეეხება იმას, თუ სად გაატარებს წყვილი თაფლობის თვეს მომღერალმა აღნიშნა, რომ თებერვლის ბოლოს ამერიკაში გაემგზავრებიან.

„ამჟამად თბილისში ვიმყოფებით. ჯერ სხვა გეგმები მაქვს და თებერვალში ვგევმავთ თაფლობის თვეს „მთელი ცხოვრება თაფლობის თვე არ იქნება“? ვაპირებთ რომ ამერიკაში წავიდეთ“, – აღნიშნა სოფო ბედიამ.

სოფო ბედიამ და მიშა მესხმა ერთმანეთი წელიწადზე მეტია რაც გაიცნეს.

FB კომენტარები

კომენტარი