მთაწმინდის პარკში ტკბილეულის ფესტივალი გაიმართება

57
SHARE

მთაწმინდის პარკში 22 სექტემბერს ტკბილეულის ფესტივალი გაიმართება, სადაც მონაწილეობას ტკბილეულის მწარმოებელი კომპანიები და სტარტაპები მიიღებენ. ღონისძიება პარკის მთავარ მოედანზე 12:00 საათზე დაიწყება.

მთაწმინდის პარკის ადმინისტრაციის განცხადებით, სტუმრებს ფესტივალზე ტკბილეულის მრავალფეროვნება, ფერადი გარემო, ანიმატორები, საზეიმო განწყობა, სასიამოვნო მუსიკა, უამრავი სიურპრიზი, გათამაშებები და სახალისო გასართობი პროგრამა დახვდებათ.

ტკბილეულის ფესტივალი, მთაწმინდის პარკის ორგანიზებით, უკვე მეორედ იმართება, რაც კომპანიების პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

FB კომენტარები

კომენტარი