მზისგან 12 სინათლის წლის მოშორებით, დასახლებული პლანეტა არსებობს

104
SHARE

მზისგან 12 სინათლის წლის მოშორებით, ვეშაპის თანავარსკვლავედში მდებარეობს ვარსკვლავი „ვეშაპის ტაუ“ (Tau Ceti), რომელიც თითქმის ჩვენი მზის იდენტურია,- ამის შესახებ ინფორმაციას theguardian.com ავრცელებს.
2012 წელს, მეცნიერებმა მის გარშემო მოძრავი დედამიწაზე ექვსჯერ დიდი 5 პლანეტა აღმოაჩინეს. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც დედამიწის მასას ხუთჯერ აღემატება, ვარსკვლავის „სასიცოცხლო“ ზონაში მდებარეობს. ვარაუდობენ, რომ მასზე ტემპერატურა ნორმალურია, არის თხევადი წყლის ოკეანეები და შესაძლოა სიცოცხლეც. „ვეშაპის ტაუ„ მზეს იმდენად ჰგავს, რომ ასტრონომ ფრენკ დრეიკს მის სისტემაში სიცოცხლის არსებობაში ეჭვიც არ ეპარება, უფრო მეტიც – ის იქიდან არამიწიერი ცივილიზაციის მიერ გამოგზავნილ რადიო-სიგნალებსაც კი ელოდება.
თუ თქვენ ამ პლანეტაზე იცხოვრებდით, ცაში ყვითელ მზეს დაინახავდით, თუმცა თქვენი წელიწადი მხოლოდ 168-დღიანი იქნებოდა, რადგან ეს პლანეტა ვეშაპის ტაუსთან დაახლოებით იმ მანძილზე მდებარეობს, როგორც ვენერა მზესთან.
სხვა უამრავი ვარსკვლავისგან განსხვავებით, ვეშაპის ტაუ კაშკაშა, G ტიპის ყვითელი ვარკსვლავია, ზუსტად ისეთი, როგორიც მზე, თუმცა გამოყოფს მზის სინათლის მხოლოდ 45%-ს. გარდა ამისა, იგი ეულია, ანუ არ გააჩნია მეორე, თანამგზავრი ვარსკვლავი, რომლის გრავიტაციაც მისი სისტემის პლანეტებზე გავლენას მოახდენდა.
როგორც წესი, მზის სისტემის მიღმა აღმოჩენილი პლანეტების მასა ძალიან დიდია, თუმცა ვეშაპის ტაუს პლანეტური ოჯახის მასა სავარაუდოდ ყველაზე დაბალია აქამდე აღმოჩენილ გარე პლანეტათა შორის.
აღნიშნული პლანეტები მეცნიერებმა ძალიან მაღალი მგრძნობელობის ტექნიკის გამოყენებით აღმოაჩინეს სამი განსხვავებული ტელესკოპის საშუალებით 6 000-ზე მეტი დაკვირვების შედეგად.
ჰერტფორდშირის უნივერსიტეტის საერთაშორისო ჯგუფის წევრი, დოქტორი ჯეიმს ჯენკინსი აღნიშნავს: „ვეშაპის ტაუ ერთ-ერთია ჩვენს უახლოეს კოსმიურ მეზობლებს შორის. იგი იმდენად კაშკაშაა, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ მისი პლანეტების ატმოსფეროს შესწავლასაც კი შევძლებთ“.
„ჩვენი მზის ახლომახლოს აღმოჩენილი პლანეტური სისტემები იმაზე მიუთითებს, რომ ასეთი სისტემები ჩვენი გალაქტიკისათვის ძალზედ დამახასიათებელია“, – აღნიშნავს დოქტორი ჯენკინსი.
1990-იანი წლებიდან დღემდე, მზის სისტემის გარეთ, აღმოჩენილია 800-ზე მეტი პლანეტა, რომლები საკუთარი „მზის“ გარშემო ბრუნავენ. ასტრონომებისათვის, თავისთავად, უფრო საინტერესო მზის მსგავს ვარსკვლავთა გარშემო მოძრავი პლანეტებია.
სხვა ჯგუფის წევრი, კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი სტივ ვოგტი აღნიშნავს: „ეს აღმოჩენა კიდევ ერთხელ ემთხვევა ჩვენს გულუბრყვილო ხედვას იმასთან დაკავშირებით, რომ ვირტუალურად, ყველა ვარსკვლავს ჰყავს პლანეტები და შესაბამისად, გალაქტიკაში ბევრი უნდა იყოს დედამიწის ზომის პოტენციურად დასახლებული პლანეტა“.
ახალი სამხრეთ უელსის ავსტრალიელი პროფესორის, კრის ტინეის თქმით, კი „როდესაც ჩვენ ღამის ცას ვუცქერთ, შესაძლებელია იმაზე ფიქრი, რომ იქ უფრო მეტი პლანეტაა, ვიდრე ვარსკვლავი, რომელთაგან ზოგიერთი, სავსებით შესაძლებელია, დასახლებულიც იყოს“.

FB კომენტარები

კომენტარი