მე ჩემი პირადი ურთიერთობა მაქვს ღმერთთან – რა პირობა დადო გიორგი მახარაძემ მძიმე ავადმყოფობის შემდეგ

887
SHARE

მსახიობი გიორგი მახარაძე მძიმე ავადმყოფობის შემდეგ სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებში” დაბრუნდა. როგორც ირკვევა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.
გთავაზობთ მსახიობის ინტერვიუს ჟურნალ “თბილისელებთან
“ოპერაცია რომ გავიკეთე, პალატაშივე ვთქვი: ვსო, ეგ იყო და მორჩა მეთქი. ამას ახლობლების დასამშვიდებლად არ ვამბობდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ ასე იყო და მადლობა ღმერთს, ეგრეც მოხდა. თურქეთიდან ყველაზე გახარებული ბოლოს დავბრუნდი, მითხრეს, რომ ქიმიის გაკეთება აღარ მომიწევდა. მანამდე ვიცოდი, რომ ამ პროცესს დეპრესია ახლდა, მაგრამ რა დეპრესია მეთქი, ვფიქრობდი. თურმე თვითონ ქიმია კი არა, ის მდგომარეობა იწვევს დეპრესიას, რომელშიც ქიმია გაგდებს. რომ ვიჯექი და პოზის შეცვლას მინდოდა, ორი საათით ადრე ვიწყებდი მომზადებას. ტკივილი კი არ გაწუხებს, უბრალოდ, საშინლად შეუძლოდ ხარ. სუნები და გულისრევა ხომ საერთოდ. მეუბნებოდნენ ტოქსიკურ ორსულობას აქვს ეგეთი სიმპტომებიო და ახლა გავუგებ ასეთ ქალებს. საბოლოო ჯამში, ამდენი დისკომპორტისგან ხასიათი გეცვლება. თვითონ გადასხმის დროს არაფერია, მაგრამ დამთავრების მეორე დღიდან, სამი-ოთხი დღის განმავლობაში ნამდვილი ჯოჯოხეთია იყო. ისეთი საშინელი შეგრძნებები იყო ვერაფერს შევადარებ”.
ისეთი ამბები, როგორიც შენ გამოიარე, ბევრს განსაკუთრებით აახლოებს ეკლესიასთან.
-მე ჩემი პირადი ურთიერთობა მაქვს ღმერთთან. მარტოც რაღაცეები მილაპარაკია მასთან და თაბორის მონასტერშიც ხშირად ავდიოდი მამა ბართლომესთან. მან ძალიან გამაძლიერა და საერთოდ, ამ ამბავში ეგ მხარე ძალიან დამეხმარა. მე ჩემთვის ცალკე პირობები მაქვს მიცემული უფლისთვის, რაც არავინ იცის.

 

Comments

comments