„მე მომწონს ჩემი ასაკი“ – მეგ რაიანი კრიტიკოსებს მიმართავს

173
SHARE

„მე მიყვარს ჩემი ასაკი და ცხოვრება, რომელიც ახლა მაქვს. მე მიყვარს ყველაფერი, რაც ვიცი”, – ასე მიმართავს ჰოლივუდის ვარსკვლავი მეგ რაიანი კრიტიკოსებს, რომლებსაც მისი გარეგნობა არ მოსწონთ. 54 წლის მსახიობმა ჟურნალ “პორტერთან” ინტერვიუში აღნიშნა:

“იმაზე საინტერესო სასაუბრო თემები არსებობს, ვიდრე ის, თუ როგორ გამოიყურება ქალი, ან რამდენი წლისაა იგი. მე მიყვარს ჩემი ასაკი, ჩემი ცხოვრება და ყველაფერი, რაც ვიცი. მიყვარს ჩემში ჩამოყალიბებული პიროვნება. ახლა ყველაფერს ადვილად ვუყურებ. ეს, ალბათ, ასაკმა მოიტანა” . როგორც ინტერვიუდან ჩანს, მსახიობი არ ნანობს არანაირ პლასტიკურ ჩარევას და კმაყოფილია თავისი გარეგნობით.

12324903_437703876425003_462265776_n

FB კომენტარები

კომენტარი