“მე მომეწონა, როგორც პარტნიორი… ჩვენი რომანი საინტერესო იქნება”

744
SHARE

ანა მატუაშვილმა ლევან ლომაშვილის მხატვრულ-დოკუმენტურ ფილმში – “თამარი”, თამარ მეფის როლი ითამაშა. ფილმი ჯერ არ გამოსულა, მაგრამ შედგა დახურული ჩვენება.
მსახიობთან ინტერვიუს ჟურნალი “გზა” აქვეყნებს, გთავაზობთ ამონარიდებს.
ანა: – საქართველოში ყველა ადამიანს თავისი თამარი ჰყავს. ნებისმიერი როლი მსახიობისთვის საპასუხისმგებლოა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, პასუხისმგებლობის გრძნობა უფრო მეტად იზრდება. ბუნებრივია, ამ საქმეს უდიდესი ინტერესით მოვეკიდე. გადაღებების დაწყებამდე მე და რეჟისორი ერთმანეთს ვხვდებოდით, როლის შესახებ ვლაპარაკობდით. კინოსტუდია “ხომლის” მიზანი იყო, ფილმი სკოლებში შეეტანათ. მათ ჩაფიქრებული აქვთ მსგავსი ფილმები სხვა მეფეებზეც გადაიღონ. ასეთ წამოწყებას მივესალმები.
– “ხელოვნური სუნთქვის” ბოლო სერიებში გამოჩნდი. შენმა პერსონაჟმა მაყურებლის დიდი ინტერესი გამოიწვია.
ანა:- საკუთარი თავისა და საქმის მიმართ ძალიან კრიტიკული ვარ და თუ ასეა, მიხარია. იმ ადამიანებისგან, ვისი აზრიც ჩემთვის მნიშვნელოვანია, კარგი შეფასებები მოვისმინე. სოციალურ ქსელში კი კომენტარებს თვალს ვერ ვადევნებ.

მომხიბვლელმა და თავდაჯერებულმა გამომძიებელმა ხათუნამ, მაყურებლის ყურადღება ეკრანზე გამოჩენისთანავე მიიპყრო. თორნიკე გოგრიჭიანის გმირთან შესაძლო რომანზე კი, სოციალურ ქსელში არაერთი კომენტარი დაიწერა.
– თორნიკე გოგრიჭიანის გმირთან რომანის კონტურები იკვეთება.
ანა:– ჩემი პერსონაჟის ცხოვრება როგორ განვითარდება, ეს მხოლოდ სცენარისტზეა დამოკიდებული.
თორნიკე როგორი პარტნიორია?
ანა:– ამ სერიალში ჩვენი ტანდემი შედგა. ერთად სპექტაკლშიც არასდროს გვითამაშია. მე მომეწონა, როგორც პარტნიორი.
სოციალურ ქსელში ბევრი მაყურებელი სცენარისტისგან ითხოვს, რომ თქვენი რომანი შედგეს.
ანა:- მართლა? ჩვენი რომანი საინტერესო იქნება. ამ შემოქმედებით ჯგუფთან თანამშრომლობა ძალიან მომეწონა.

ჟურნალი “გზა”

FB კომენტარები

კომენტარი