მე მოვკალი ჯონბეტ რემზი, ვუყურებდი როგორ კვდებოდა – პედოფილის აღიარება

238
SHARE

6 წლის სილამაზის დედოფლის ჯონბეტ რემზის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა, მრავალი წლის შემდეგ აღიარა რომ სწორედ მან მოკლა გოგონა. 54 წლის გარი ოლივა 10 წელია კოლორადოს ციხეში საბავშვო პორნოგრაფიისთვის იხდის სასჯელს. მან თავის კლასელს გაუგზავნა წერილი, სადაც საბოლოოდ აღიარა, რომ გოგონა, რომელიც 1996 წელს გარდაცვლილი იპოვეს, მისი მოკლული იყო. “ეს შემთხვევით მოხდა” – წერს გარი ოლივა -“არავინ ისე არ მყვარებია, როგორც ჯონბეტი მიყვარდა, მაგრამ მაინც ვუყურებდი, როგორ გამისხლტა ხელიდან და თავი შუაზე გადაუსკდა. ვუყურებდი, როგორ კვდებოდა. ეს შემთხვევითობა იყო, დამიჯერეთ. ის სხვა ბავშვებს არ ჰგავდა”. არსებობს მეორე წერილიც, სადაც პედოფილი წერს, რომ 6 წლის ჯონბეტმა მისი ცხოვრება შეცვალა. “ჯონბეტმა მთლიანად შემცვალა და განდევნა ყველა ბოროტება. მის მშვენიერ სახეზე, მის ბრწყინვალე კანსა და ღვთიურ სხეულზე მხოლოდ ერთი შეხედვით მივხვდი, რომ ვცდებოდი, როცა სხვა ბავშვებს ვკლავდი. თუმცა ის მოკვდა და ეს ჩემი ბრალია”, – წერს ოლივა. როგორც პოლიციის ჩანაწერებშია აღნიშნული, დაკავებისას ოლივას ტელეფონში 6 წლის გოგონას ასობით ფოტო აღმოაჩნდა.

FB კომენტარები

კომენტარი