“მე მიყვარს ჩემი საქართველო, ჩემი რუსეთი” –  სოფო შევარდნაძე   

276
SHARE

რუ­სულ­მა გა­მო­ცე­მამ ქარ­თველ ჟურ­ნა­ლის­ტსა და ტე­ლე­წამ­ყვან­თან, სა­ქარ­თვე­ლოს მე-2 პრე­ზი­დენტ ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის შვი­ლიშ­ვილ სოფო შე­ვარ­დნა­ძეს­თან ვრცე­ლი ინ­ტერ­ვიუ გა­მო­აქ­ვეყ­ნა. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, სო­ფომ პან­დე­მი­ის პე­რი­ო­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ა­ტა­რა. სახ­ლში ყოფ­ნი­სას  ახა­ლი წიგ­ნის და­წე­რაც მო­ას­წრო.

შე­ვარ­დნა­ძე ჟურ­ნა­ლის­ტთან სა­უ­ბარ­ში მე­დი­ას­ფე­რო­ში არ­სე­ბულ სირ­თუ­ლე­ებს მი­მო­ი­ხი­ლავს და აცხა­დებს, რომ ყვე­ლა­ზე მე­ტად, რაც მას ამჟამად აკ­ლია,  ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბია.

“სი­მარ­თლე გი­თხრათ, ჩემს თავს ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კა­ტე­გო­რი­ას არ მი­ვა­კუთ­ვნებ. ჩემ­თვის ჟურ­ნა­ლის­ტი არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სი­მარ­თლის­თვის იბ­რძვის, სი­ცო­ცხლის ფა­სად აკე­თებს სი­უ­ჟე­ტებს, ერ­თვე­ბა ცხე­ლი წერ­ტი­ლე­ბი­დან და არ ეში­ნია იმის, რომ დე­მონ­სტრა­ცი­ის შემ­დეგ სა­მარ­თალ­დაც­ვე­ლე­ბი და­ი­ჭე­რენ. მე კი კონ­ფორ­მის­ტი, თუმ­ცა ვარ პა­ცი­ფის­ტი და ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ.

ამი­ტომ, მე ვარ ინ­ტრე­ვი­უ­ე­რი. ჩემ­თვის ობი­ექ­ტუ­რო­ბა სა­შინ­ლად მო­სა­ბეზ­რე­ბე­ლია. რო­დე­საც მე­უბ­ნე­ბი­ან – მო­დით, ვი­ყოთ ობი­ექ­ტუ­რე­ბიო, ვი­წყენ. სუ­პერ­სუ­ბი­ექ­ტუ­რი ადა­მი­ა­ნი ვარ და ინ­ტერ­ვი­უს აღე­ბის დროს თა­ნა­მო­სა­უბ­რე­საც სუ­ბი­ექ­ტურს ვხდი. რეს­პონ­დენტს ვაძ­ლევ სა­შუ­ა­ლე­ბას, ჩემ მიერ დას­მულ კი­თხვებ­ზე სუ­ბი­ექ­ტუ­რად მი­პა­სუ­ხოს, ჭეშ­მა­რი­ტე­ბა კი სა­დღაც შუ­ა­ში იბა­დე­ბა.

– თქვენ იყა­ვით პლე­ნა­რუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო ფო­რუ­მის წამ­ყვა­ნი. გა­მო­ი­ყე­ნეთ ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა?

– რო­დე­საც აღ­ნიშ­ნუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბის ხელ­მძღვა­ნ­ლო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზეს, თა­ვი­დან ძა­ლი­ან გა­მიკ­ვირ­და. სა­პირ­ვე­ლაპ­რი­ლო ხუმ­რო­ბა მე­გო­ნა. ჩე­მამ­დე სა­ერ­თა­შო­რი­სო ეკო­ნო­მი­კუ­რი ფო­რუ­მის მო­დე­რი­რე­ბას, ძი­რი­თა­დად  უცხო­ელ ჟურ­ნა­ლის­ტებს ან­დობ­დნენ. პირ­ვე­ლი, რაც ვი­კი­თხე, იყო ის, თუ რა­ტომ უნ­დო­დათ ში­ნა­უ­რი, რუსი მო­დე­რა­ტო­რის ყოლა ფო­რუმ­ზე. ხომ არ ელოდ­ნენ, რომ ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი ვიქ­ნე­ბო­დი? თუმ­ცა, და­მერ­წმუ­ნეთ, რომ ყვე­ლა­ნა­ი­რად მწვა­ნე შუქი მქონ­და ან­თე­ბუ­ლი. ყვე­ლა ის შე­კი­თხვა დავ­სვი, რაც სა­ჭი­როდ მი­ვიჩ­ნიე და ამა­ში არა­ვინ ჩა­რე­უ­ლა“, – იხ­სე­ნებს შე­ვარ­დნა­ძე.

ჟურ­ნა­ლის­ტმა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის, ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის გაც­ნო­ბის დე­ტა­ლე­ბი გა­იხ­სე­ნა.

“ფო­რუ­მის და­წყე­ბამ­დე ქვეყ­ნის ხელ­მძღვა­ნელე­ბი და მო­დე­რა­ტო­რე­ბი ერ­თმა­ნეთს ეც­ნო­ბი­ან. პირ­ველ ოთახ­ში ვლა­დი­მირ ვლა­დი­მი­რო­ვი­ჩი შე­მო­ვი­და, მარ­ტო იყო. ერ­თმა­ნეთს ხელი ჩა­მო­ვარ­თვით. მან მკი­თხა – რაზე და­მის­ვამთ კი­თხვებ­სო?

მე კი ვუ­პა­სუ­ხე, – ყვე­ლა­ფერ­ზე ცოტ-ცოტა. ყვე­ლა ჩვე­ნი და­სავ­ლე­ლი კო­ლე­გა ფიქ­რობს, რომ რუს ჟურ­ნა­ლის­ტებს შეგ­ვიძ­ლია, კი­თხვე­ბი მხო­ლოდ და­სავ­ლელ ლი­დე­რებს და­ვუს­ვათ და არა – თქვენ, რაც მო­სა­ბეზ­რე­ბე­ლია -მეთ­ქი…

“კი, ბა­ტო­ნო. უკ­რა­ი­ნა­ზე შე­მე­კი­თხე­ბით?” – მკი­თხა პუ­ტინ­მა, რა­ზეც ვუ­პა­სუ­ხე, რომ სა­ჭი­რო­ე­ბა რო­გორც მო­ი­თხოვ­და და ვუ­თხა­რი ისიც – ალ­ბათ, უფრო ზე­ლენ­სკი­ზე გკი­თხავთ აზრს-მეთ­ქი. დამ­თან­ხმდა.

– ეს დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა იყო?

– ეს იყო გრან­დი­ო­ზუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა. ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ ეს გა­მოც­დაც გა­დავ­ლა­ხე. არც კი ვიცი, ემო­ცი­ე­ბი რას შე­ვა­და­რო, რაც ამ ფო­რუ­მი­სას გა­და­ვი­ტა­ნე. ჩემი ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა თით­ქმის იგი­ვე იყო, რაც 2003 წლის “ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის” დროს მქონ­და, მა­ში­ნაც მოვ­ლე­ნებს სა­კუ­თა­რი კა­მე­რით ვი­ღებ­დი…

სოფო შე­ვარ­დნა­ძემ მისი ახა­ლი გა­და­ცე­მე­ბის ციკ­ლის – SophieCo. Визионеры-ს შე­სა­ხებ ისა­უბ­რა.

“მსოფ­ლიო, თა­ვის პრობ­ლე­მებ­თან ერ­თად, ევო­ლუ­ცი­ას გა­ნიც­დის. მგო­ნია, რომ ახლა თუ არ ვი­ლა­პა­რა­კებთ გლო­ბა­ლურ პრობ­ლე­მებ­ზე, ჩვე­ნი შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი დე­და­მი­წა­ზე ცხოვ­რე­ბას ვე­ღარ შეძ­ლე­ბენ.

ჩვე­ნი პლა­ნე­ტა უნდა და­ვა­ფა­სოთ და გა­ვუფრ­თხილ­დეთ. რო­დე­საც მარ­სის კო­ლო­ნი­ზა­ცი­ა­ზე სა­უბ­რო­ბენ, მე­ცი­ნე­ბა. თქვენ გინ­დათ მარსზე ცხოვ­რე­ბა? – მე – არა, დე­და­მი­წი­დან არ­სად წა­ვალ.

მე მიყ­ვარს ჩემი სა­ქარ­თვე­ლო, ჩემი რუ­სე­თი”.

სოფო შე­ვარ­დნა­ძემ ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნა, რომ ვი­დე­ო­ინ­ტერ­ვი­უ­ებს ახლა სა­ქარ­თვე­ლო­ში, ში­ნი­დან იღებს.

ცნო­ბი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში პო­ლი­ტი­კურ თე­მებს აშუ­ქებ­და, თუმ­ცა, ბოლო დროს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ თე­მებს ანი­ჭებს უპი­რა­ტე­სო­ბას.

წყარო:https://www.ambebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი