“მე ვერ ვხედავ სხვა კანდიდატს” – რა მოჰყვა დიანა ღურწკაისა ნამღერს და რას წერს ანდრეი მეტელსკი (ვიდეო)

168
SHARE

რუსეთში მოღვაწე მომღერალმა, დიანა ღურწკაიამ დუმის არჩევნებში ვლადიმერ პუტინის პარტიის, ერთიანი რუსეთის კანდიდატის ანდრეი მეტელსკის  მხარდასაჭერად სიმღერა “მე ვერ ვხედავ სხვა კანდიდატს” შეარულა.

სიმღერას, რომელიც ღურწკაიამ  შესარულა  ირონიული გამოხმაურება მოჰყვა რასაც ანდრეი მეტელსკიმ  სოციალური ქსელის საშუალებით უპასუხა და დიანა ღურწკაიას მიმართა:

“დიანა ღურწკაია მარტო მომღერალი არაა, ის ლამაზი ქალი და გასაოცრად კეთილი ადამიანია. სანამ რუსეთის ფედერაციის დამსახურებული არტისტი გახდებოდა, მან რთული ცხოვრების გზა გაიარა.

მე დიანას დიდი ხანია ვიცნობ. მინდა გითხრათ, რომ მხოლოდ ძლიერი ნებისყოფის მქონე, თავდაჯერებულ ადამიანს შეუძლია შეხედოს ირონიითა და იუმორით საკუთარი ცხოვრების ურთულეს მომენტებს. ⠀ ⠀

სიმღერა – ,, მე ვერ ვხედავ სხვა კანდიდატს” ნამდვილ ჰიტად იქცა, მას ყველგან განიხილავენ. დიანას გამბედაობა და კრიტიკის მიმართ ფილოსოფიური ხედვა მეც შთაგონებით მავსებს.

მოდით, ყველამ ერთად დავუჭიროთ მხარი დიანას, ის სიკეთისა და ძალის განსახიერებაა, რაც ასე აკლია დღეს ჩვენს საზოგადოებას, განსაკუთრებით იმ ნაწილს, რომელიც თავს უფლებას აძლევს, კეთილი, ნათელი ადამიანის მისამართით უსიამოვნო სიტყვები თქვას.

დიანა, მე შენთან ვარ, შენ გვერდით ვარ და მხარს გიჭერ! და ვერ ვხედავ ჭუჭყს და სიბინძურეს, რადგან შენს ირგვლივ მხოლოდ სითბო და სინათლეა” , – წერს ანდრეი მეტელსკი.

FB კომენტარები

კომენტარი