“მე და ანას შვილები არ გვყავს, მაგრამ ბედნიერი ოჯახი გვაქვს…” – თენგიზ ცერცვაძე მეუღლეზე, კარიერასა და უცნაურ ჰობზე

615
SHARE

ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ის, შიდსი­სა და კლი­ნი­კუ­რი იმუ­ნო­ლო­გი­ის სა­მეც­ნი­ე­რო-პრაქ­ტი­კუ­ლი ცენ­ტრი – ეს არის სრუ­ლი და­სა­ხე­ლე­ბა იმ კლი­ნი­კი­სა, რო­მელ­საც ყვე­ლა ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­ხე­ლით მო­ვიხ­სე­ნი­ებთ და ბოლო პე­რი­ოდ­ში, ვირუ­სე­ბის გამ­წვა­ვე­ბის ფონ­ზე, და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და მისი დი­რექ­ტო­რი – თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და მე­დი­ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცა.

ცერ­ცვა­ძე ერთ-ერ­თია, ვი­საც თით­ქმის ყო­ველ­დღე უწევს სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე გა­მოს­ვლა და კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით საქ­მის კურ­სში ჩა­ყე­ნე­ბა. ასე­ვე, ერთ-ერ­თია, ვისი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი­სა და სიმ­შვი­დის იმე­დი აქვს სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

გთა­ვა­ზობთ ჟურ­ნალ “გზის” მიერ ჩა­წე­რილ ინ­ტერ­ვი­უს, სა­დაც ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რი კა­რი­ე­რა­ზე, უც­ნა­ურ ჰო­ბი­ზე, მე­უღ­ლე­ზე სა­უბ­რობს, რო­მე­ლიც, ასე­ვე, ექი­მია:

– ჩემი ინ­ტე­რე­სის სფე­რო სხვა­დას­ხვა დროს სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი იყო. ახალ­გაზ­რდო­ბი­სას ნა­დი­რო­ბა მომ­წონ­და, ახლა დიდი ხა­ნია, აღარ მი­ნა­დი­რია. სპორ­ტში ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­კა­ვე­ბუ­ლი არას­დროს ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ ვთა­მა­შობ­დი კა­ლათ­ბურთს და მა­გი­დის ჩოგ­ბურთს, ჭად­რაკ­ში კი სპორ­ტის ოს­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტის ტი­ტუ­ლი მქონ­და. ახლა, რო­დე­საც ასაკ­ში შე­ვე­დი – 70 წელს გა­დავ­ცილ­დი, აღარც დრო მრჩე­ბა და აღარც ენერ­გია, რომ სპორ­ტით დავ­კავ­დე ან ვი­ნა­დი­რო. ახლა ჩემი ჰობი ბუ­ე­ბის შეგ­რო­ვე­ბა გახ­და, 1000-ზე მეტი ეგ­ზემპლა­რი მაქვს.

– რა­ტომ მა­ინ­ცდა­მა­ინც ბუ?

– გულ­წრფე­ლად გი­თხრათ, თა­ვი­სით მოხ­და ასე, თუმ­ცა, მერე რომ დავ­ფიქ­რდი, ალ­ბათ ნა­დი­რო­ბის გავ­ლე­ნაა, რად­გან ბუ ყვე­ლა­ზე კო­ლო­რი­ტუ­ლი, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფრინ­ვე­ლია და რა­ღაც­ნა­ი­რი გა­მო­ხედ­ვა აქვს. სხვე­ბი დღი­სით აქ­ტი­უ­რე­ბი არი­ან, ნა­დი­რო­ბენ, ღამე სძი­ნავთ, ბუ კი პი­რი­ქი­თაა. ბევ­რი ლე­გენ­დაა, რომ ბუ ბრძე­ნი ფრინ­ვე­ლია და ა.შ. მე რა ბუ­ე­ბიც მაქვს აქ, ნა­ხე­ვარ­ზე მეტი წიგნ­ზე ზის ან მა­გის­ტრის ქუდი ახუ­რავს, რაც სიბ­რძნეს­თან, მეც­ნი­ე­რე­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბა. უცხო­ეთ­ში ხში­რად მი­წევს სი­ა­რუ­ლი და თა­ვი­დან, რამ­დე­ნი­მე ბუ იქი­დან ჩა­მო­ვი­ტა­ნე.

მერე ჩემი ამ გა­ტა­ცე­ბის შე­სა­ხებ მე­გობ­რებ­მა და პა­ცი­ენ­ტებ­მა რომ გა­ი­გეს, ისი­ნიც მჩუქ­ნიდ­ნენ… ახლა დი­რექ­ტო­რი და ხელ­მძღვა­ნე­ლი ვარ და ძი­რი­თა­დად, რთულ შემ­თხვე­ვებ­ში ვუ­წევ კონ­სულ­ტა­ცი­ას, მაგ­რამ თა­ვის დრო­ზე, 20-30 ათა­სი პა­ცი­ენ­ტი მყავს გა­ტა­რე­ბუ­ლი და არა­სო­დეს, არც ერ­თის­გან არც ფული ამი­ღია, არც ფა­სი­ა­ნი სა­ჩუ­ქა­რი. ეს იცი­ან, მაგ­რამ უნ­დათ, რა­ღა­ცით პა­ტი­ვი მცენ და ერ­თმა­ნეთს გა­დას­ცეს, – აი, ბუს თუ მი­უ­ტან, უარს ვერ გე­ტყვი­სო.

სხვა რა­მეს უკან გა­ვა­ტან. ამი­ტომ, მო­აქვთ და მო­აქვთ ეს ბუ­ე­ბი. მათ შო­რის, უნი­კა­ლუ­რე­ბი­ცაა. მა­გა­ლი­თად, მარ­მა­რი­ლოს დიდი ბუ, რო­მე­ლიც თურ­მე, თა­ვის დრო­ზე სტა­ლი­ნის კა­ბი­ნეტ­ში იდგა. მერე, მუ­ზე­უმ­ში მოხ­ვდა და ბო­ლოს მე მი­სახ­სოვ­რეს. სა­ავ­ტო­რო ბუ­ე­ბიც მაქვს, ვე­ნე­ცი­უ­რი შუ­შის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლიც და ა.შ. მოკ­ლედ, აქ ნა­ხავთ რო­გორც ძალ­ზე ია­ფი­ან სუ­ვე­ნი­რებს, ისე ძვი­რად ღი­რე­ბულ ეგ­ზემპლა­რებს.

– უამ­რა­ვი ჯილ­დოც გაქვთ მი­ღე­ბუ­ლი, მათ შო­რის, შარ­შან ბრწყინ­ვა­ლე­ბის ორ­დე­ნი გად­მო­გე­ცათ, რაც ექი­მებ­ში იშ­ვი­ა­თია.

– დიახ, ბრწყინ­ვა­ლე­ბის ორ­დენს დე­ბუ­ლე­ბა­ში უწე­რია, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დამ­სა­ხუ­რე­ბის­თვის ენი­ჭე­ბათ, ექი­მებ­ში სულ 2-3 ადა­მი­ანს აქვს. ჩემ­თვის მთა­ვა­რი არას­დროს ყო­ფი­ლა ჯილ­დო­ე­ბი, მაგ­რამ ცხა­დია, და­ფა­სე­ბა სა­სი­ა­მოვ­ნოა. ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ყო­ველ­თვის იყო მუ­შა­ო­ბა და პრო­ფე­სი­უ­ლი წარ­მა­ტე­ბა, პა­ცი­ენ­ტის გა­დარ­ჩე­ნა! სწო­რედ თი­თო­ე­უ­ლი გან­კურ­ნე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტია ჩვენ­თვის ისე­თი სი­ხა­რუ­ლის მომ­ნი­ჭე­ბე­ლი, რო­მელ­საც ვერც ერთი ჯილ­დო ან გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტია ვერ მო­გა­ნი­ჭებს. 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში სამი მთა­ვა­რი ინ­ფექ­ცი­აა – შიდსი, C ჰე­პა­ტი­ტი და ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი.

ამ სა­მი­დან ორის შე­ჩე­რე­ბა­ში მე და ჩემ­მა გუნ­დმა მი­ვი­ღეთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა (ამა­ზე წლე­ბია უნი­კა­ლუ­რი მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს ჩვენ­თან), შიდსში მთლი­ა­ნად, ექ­სკლუ­ზი­უ­რად, C ჰე­პა­ტი­ტში კი სხვებ­თან ერ­თად, თუმ­ცა, ძი­რი­თა­დი ტვირ­თი ჩვენ­ზე გა­და­ვი­და და რაც მთა­ვა­რია, სა­ქარ­თვე­ლო პირ­ვე­ლი ქვე­ყა­ნა იქ­ნე­ბა 2025 წელს, რო­მე­ლიც არა მხო­ლოდ C ჰე­პა­ტი­ტის ელი­მი­ნა­ცი­ას, ანუ აღ­მო­ფხვრას მო­ახ­დენს, არა­მედ შიდსის ეპი­დე­მი­ა­საც და­ამ­თავ­რებს!

– ბა­ტო­ნო თენ­გიზ, თქვენს ოჯახ­ზეც გვი­თხა­რით რამე…

– მყავს მე­უღ­ლე – ანა თო­ფუ­რია, რო­მე­ლიც ასე­ვე ექი­მია, რევ­მა­ტო­ლო­გი, ინ­ტე­ლი­გენ­ტის ოჯა­ხი­დან. მისი როლი უდი­დე­სია ჩემს პრო­ფე­სი­ულ წარ­მა­ტე­ბა­ში. ჩვენ დიდ­ხანს ვხვდე­ბო­დით ერ­თმა­ნეთს და ცოტა გვი­ან დავ­ქორ­წინ­დით რიგი მი­ზე­ზე­ბის გამო და სამ­წუ­ხა­როდ, შვი­ლე­ბი არ გვყავს, მაგ­რამ ბედ­ნი­ე­რი ოჯა­ხი გვაქვს. ყვე­ლა­ფერ­ში, რა­საც მი­ვაღ­წიე, ანა თო­ფუ­რი­ას უდი­დე­სი დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ჩემი მე­გობ­რე­ბი ჯერ მის სა­დღეგ­რძე­ლოს სვა­მენ და მერე – ჩემ­სას…

წყარო:https://www.ambebi.ge/

FB კომენტარები

კომენტარი