“მე არ მოვმკვდარვარ გარდავიცვალე”- 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის ხსნოვნას ლექსი მიუძღვნეს

221
SHARE

გორში მოკლული 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის ხსოვნას ლექსი მიუძღვნეს. ლექსი სოციალურ ქსელში ვრცელდება.
***ნანიკოს ხსოვნას
არ მემეტებოდი შავი მიწისთვის
არც შენი დედიკო მემეტებოდა
რა მოგივიდათ ქართველნო ხალხნო
პატარა ბავშვები ხელიდან გვეცლება

გამოიღვიძეთ, გამოღვიძეთ
რამ გადაგაკრათ ბინდი თვალებზე,
გამოღვიძეთ, რომ დაინახოთ
რა ხდება ერო ამ ქვეყანაზე.

მე არ მოვმკვდარვარ გარდავიცვალე
გავფრინდი ცაში ანგელოზებთან
მინდა, რომ გითხრათ ნუ დარდობთ ჩემზე,
აქ ღმერთის გვერდით დავფრინავ მშვიდად.

ვიცი დედიკო გული დაგწყვიტე
ვიცი ჩემს გამო ცრემლად იღვრები
მაგრამ მე მხოლოდ სახე ვიცვალე
თქვენში ჩავტოვე მე ჩემი სული.

შეგახსნებეთ, რომ გორში, ლიახვის პირზე 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის ცხედარი იპოვეს. გოგონას თავზე ცელოფანი ჰქონდა შემოხვეული, ხელ-ფეხი კი მავთულით შეკრული. გოგონას მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 34 წლის მამაკაცია დაკავებული.

 

FB კომენტარები

კომენტარი