მეხანძრის სულისშემძვრელი ფოტოკადრი

132
SHARE

ფოტოხელოვნებას უხმოდ შეუძლია საუბარი. მას გრძნობების მთელი პალიტრის გადმოცემა ისე შეუძლია, რომ ერთ კადრში აღბეჭდილი მოვლენა ჩვენს თვალწინ მთელი სიღრმით გადაიშალოს.
ხანდახან ერთი კადრის მიღმა მთელი ისტორია იმალება, რომელიც ჩვენზე განსაკუთრებულად მოქმედებს და გვაიძულებს ბევრ რამეზე დავფიქრდეთ. დავფიქრდეთ ბედნიერებაზე, რომელიც წვრილმანებშია, ნამდვილ გმირებზე, გამოწვევებსა და მათ გადალახვაზე.
სოციალურ ქსელებში მოპოვებული ეს რამდენიმე ფოტოკადრი სწორედ ასეთი ღრმა შინაარსისა და დატვირთვის მქონეა.
პირველ ფოტოზე აღბეჭდილია პატარა ბიჭის და კატის მეგობრობის მხოლოდ ერთი წამი, რომლის უკანაც დიდი სიღრმე ჩანს. როგორც ბავშვის დედა წერს, ეს სიყვარული და მეგობრობა განსაკუთრებით ძლიერია – „ჩემს ვაჟს ჩვენი კატა დაბადებიდან საოცრად უყვარს. ისიც იმავეთი პასუხობს.“

მეორე ფოტოზე ჩანს ხელი, რომელსაც ახალდაბადებული ჩვილის პაწუკა თითები ჩასჭიდებია. ვინ იცის, როგორი მნიშვნელოვანია ამ ჩვილისთვის ასეთი სითბოს და მხარდაჭერის შეგრძნება.


მესამე ფოტოზე კი აღბეჭდილია მეხანძრე, რომელიც კალიფორნიაში მძვინვარე სტიქიის დროს არის ტყის ზონაში დაფიქსირებული. ეს არის კაცი, რომელიც სულაც არაა სუპერგმირი, მაგრამ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ადამიანები და ბუნება გადაარჩინოს, საკუთარი სიცოცხლის ფასადაც კი.

Comments

comments