მეცნიერებმა ცოცხალი უცხოპლანეტური ორგანიზმი აღმოაჩინეს

83
SHARE

ბრიტანელი მეცნიერები მაქს უოლისი და ჩანდრა ვიკრამასინგჰი ირწმუნებიან, რომ კომეტა ”ჩურუმოვა-გერასიმენკოზე” უცხოპლანეტური წარმომავლობის მიკრობები იმყოფებიან. ამ კომეტას გააჩნია კონკრეტული მახასიათებლები, რომელთა ახსნაც მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი თუ დავუშვებთ, რომ ობიექტზე უცხოპლანეტური წარმომავლობის სხეულებია.

მაგალითად, კომეტის ზედაპირის ყინულის ქვეშ აღმოაჩინეს ორგანული

შემაერთებლებით მდიდარი შავი ბირთვი. ამასთან, ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ყინული და კრატერები თხელი ფსკერით, იგივე დასკვნისკენ გვიბიძგებენ. ბოლოს, კომეტაზე სიცოცხლის არსებობას ადასტურებს ორგანული მოლეკულები. ჰიპოთეზის ავტორების შეფასებით, კომეტაზე უფრო დიდია სიცოცხლისთვის საჭირო პირობები, ვიდრე დედამიწის პოლარულ ნაწილებში.

პრობლემა ის არის, რომ ჰიპოთეზის სიზუსტის დადასტურება ჯერჯერობით შეუძლებელია, რადგან ორბიტალურ აპარატებს არ აქვთ აღჭურვილობა, რომელიც სიცოცხლის ნიშნებს იკვლევს.

წყარო: http://www.ambebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი