მეცნიერებმა შექმნეს ალკოჰოლი, რომლის დალევის შემდეგ ნაბახუსევი არ შეგაწუხებთ

44
SHARE

ბრიტანული კომპანია Alcarelle აპირებს, აითვისოს ნიშა, რომელშიც, ამ დრომდე, კონკურენტები არ ჰყავს. საუბარია ძლიერ ალკოჰოლურ სასმელებზე, რომელთა დალევის შემდეგაც ნაბახუსევი არ დგება. მეცნიერების თქმით, ამისათვის ეს სასმელი რამდენიმე ქიმიური კომპონენტის დახმარებით შეიქმნება. ახალი პროდუქტი ბაზარზე მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში გამოჩნდება. ახალი ალკოჰოლური სასმელის შემქმნელები აღნიშნავენ, რომ სასმელი არ იქნება ტოქსიკური ღვიძლისთვის; თუმცა, მისი უნიკალური თვისებების მისაღწევად აუცილებელია განსაკუთრებული ქიმიური ნაერთები. ბრიტანელი მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ტვინის რეცეპტორებზე ახალი სასმელი ზუსტად ისე იმოქმედებს, როგორც – ტრადიციული ალკოჰოლი.

FB კომენტარები

კომენტარი