მეცნიერებმა სიკვდილის წინასწარმეტყველი საათი შექმნეს – გაიგე, როდის მოკვდები

228
SHARE

უცნაური მოწყობილობა, რომელიც გარეგნულად ჩვეულებრივ ქვიშის საათს ჰგავს, აჩვენებს, რამდენი დარჩა ადამიანს სიცოცხლე.

ლანკასტერის უნივერსიტეტის ორმა პროფესორმა – ენტა სტეფანოვსკამ და პიტერ მაკლინტოკმა შექმნეს მოწყობილობა, რომელიც კანის ზედაპირიდან იღებს კაპილარების ძირითადი შემადგენელი უჯრედების ანალიზს.

კაპილარებში მიმდინარე სისხლი – ორგანიზმის დაბერების პროცესის ძირითადი მაჩვენებელია. თუ მოწყობილობაზე ნიშანი “0” გამოისახა, ეს სიკვდილის მომასწავებელია, ხოლო “100” – ორგანიზმის ნორმალურ მუშაობას, სიცოცხლისუნარიანობას აღნიშნავს.

ლაზერი, რომელიც კაპილარებში სისხლის მიმოქცევის ტესტირებას აკეთებს, ასევე აჩვენებს ადამიანის ორგანიზმში დემენციისა და კიბოს უჯრედების რაოდენობას, – წერს დეილი მეილი.

მეცნიერები გვპირდებიან, რომ უახლოეს 3 წელიწადში შექმნიან სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებელი ტესტის ვერსიას მასიური გამოყენებისთვის.
წყარო: Prime Time

FB კომენტარები

კომენტარი