მეცნიერებმა მზის სისტემაში ,,მკვდარი” პლანეტა იპოვეს

205
SHARE

შვეიცარიის, საფრანგეთისა და გერმანიის ასტრონომების საერთაშორისო ჯგუფმა შეისწავლა ალმაჰატა სიტაში (Almahata Sitta) არსებული ალმასები და დაასკვნა, რომ ციური სხეულები, განადგურებული მერკურის ან მარსის ზომის პროტოპლანტის ნაწილია, რომელიც არსებობდა მზის სისტემაში. ამის შესახებ კვლევა ჟურნალში Nature Comminication-ი დაიბეჭდა. ინფორმაციას კი dailymail-ი ავრცელებს.

მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ აღმოჩენილი კრისტალების ფორმირებისათვის აუცილებელია 20 გიგაპასკარიზე მეტი წნევა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ კრისტალები დედამიწის ზედაპირთან შეჯახების შედეგად კი არ წარმოიშვა, არამეც დიდი ციური სხეულის შიგნით გაიზარდა.

ასეთი სხეული, სავარაუდოდ, პლანეტაციუმია – პლანეტის “ჩანასახები”. თუ პროტოპლანეტი მერკურზე ნაკლები ზომის არ იყო, მაშინ კრისტალები მის ცენტრშია ჩამოყალიბებული. იმ შემთხვევაში, თუ ის მარსის ზომის იყო, მაშინ კრისტალები უნდა ჩამოყალიბულიყო პლანეტის მიჯნაზე. მეცნიერთა აზრით, კვლევის შედეგები პირველი დასტურია იმისა, რომ მზის სისტემაში არსებობდა პლანეტები, რომლებიც გაქრა.

წყარო:https://imedinews.ge

FB კომენტარები

კომენტარი