მეცნიერებმა მამაკაცთა ახალი კონტრაცეპტივი მაიმუნებზე გამოსცადეს

185
SHARE

მამაკაცთა ახალი ექსპერიმენტული კონტრაცეპტივი მეცნიერებმა მაიმუნებზე გამოსცადეს. „ბი ბი სის“ ცნობით, ექსპერიმენტმა კარგი შედეგები აჩვენა.
სპეციალური გელი სპერმის არხში შედის და მას სასქესო ორგანოსთან მისვლაში ხელს უშლის. ჩასახვის წინააღმდეგ დასაცავად ერთი ინექციაც არის საკმარისი.
პრიმატებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ პრეპარატი უსაფრთხო და ეფექტურია. მომდევნო ეტაპზე კვლევები ადამიანებზე ჩატარდება, ხოლო შემდეგ შესაბამისი ორგანოებიდან პრეპარატის მწარმოებლებმა მისი გამოშვების ნებართვა უნდა მიიღონ.
ამჟამად მამაკაცებს ჩასახვის საწინააღმდეგო ორ ძირითად საშუალებას იყენებენ. ეს არის პრეზერვატივი და სტერილიზაციის ოპერაცია. ოპერაციის დროს იმ არხების ამპუტაცია ხდება, რომლითაც სპერმა სასქესო ორგანოსკენ მიდის.
ახალი გელი ამის მსგავსად მოქმედებს, ის სპერმის არხს კეტავს, თუმცა არხიდან გელის მოშორება შესაძლებელია. ამისთვის საჭიროა მეორე პრეპარატის შეშვება და არხი კვლავ გაიხსნება.

FB კომენტარები

კომენტარი