მეცნიერებმა დაადგინეს, რატომ კოცნიან შეყვარებულები ერთმანეთს დახუჭული თვალებით

203
SHARE

მამაკაცები და ქალები ხშირად ხუჭავენ თვალებს კოცნის დროს. მეცნიერების აზრით, ეს იმით არის გამოწვეული, რომ თვალები ადამიანებს ხელს უშლიან, სრულად შეიგრძნონ ის, რასაც განიცდიან ტუჩების შეხებისას და ამ გრძნობას ასუსტებენ. ამის შესახებ ნათქვამია Journal of Experimental Psychology-ში გამოქვეყნებულ კვლევაში.
„რამე კონკრეტულზე დაკვირვების დროს ამაზე ყურადღების გამახვილება სამყაროს სხვა ობიექტებს ჩვენთვის პრაქტიკულად უხილავს ხდის. იგივე ეხება ადამიანის შეხების ფუნქციასაც“, – აცხადებს კვლევის ერთ-ერთი ავტორი სანდრა მერფი.
მეცნიერების თქმით, ამით აიხსნება ის, რატომ ვერ გრძნობენ ზოგჯერ ადამიანები მობილური აპარატის ვიბრაციას, როდესაც რაიმეს ყურადღებით აკვირდებიან.

FB კომენტარები

კომენტარი