მეცნიერებმა გაარკვიეს რომელი უფრო ჭკვიანია _ ძაღლი თუ კატა

159
SHARE

აშშ-ის ვანდერბილტის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თავის ტვინის ქერქში ძაღლებს ორჯერ მეტი ნეირონები აქვთ, ვიდრე კატებს. მათი კვლევების შედეგები ჟურნალ „Frontiers in Neuroanatomy»-ში გამოქვეყნდა.
დიდი ხნის განმავლობაში, მკვლევარების ჯგუფი ადარებდა სხვადასხვა ჯიშის ცხოველების ტვინებს, მათ შორის იყვნენ დათვები, ენოტები, მანგუსტები, აფთრები, ლომები და სხვები. მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ძაღლების თავის ტვინის ქერქში 530 მილიონი ნეირონია, კატებს კი, მხოლოდ 250 მილიონი ნეირონი აქვთ.
მეცნიერების აზრით, სწორედ ნეირონების რაოდენობა მოქმედებს ცხოველის უნარზე, გამოიტანოს დასკვნები წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე. შედარებისთვის, ადამიანს დაახლოებით 16 მილიარდი ნეირონი აქვს.
როგორც ერთ-ერთი ნეირობიოლოგი სიუზანა ჰერკულანო-ჰოუზელი აღნიშნავს, კვლევის შედეგი ცხადყოფს, რომ ძაღლებს უფრო რთული ამოცანების შესრულება შეუძლიათ. ამავე დროს, მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ კატები უფრო სულელები არიან. უბრალოდ, მთლიანობაში, ამ ცხოველების კვლევა უფრო რთულია.
ენოტების ტვინი კი, მეცნიერებისთვის აღმოჩენა გახდა. მიუხედავად თავის ტვინის უფრო პატარა ზომისა, ნეირონების რაოდენობა მათ ტვინში, იმდენივე აღმოჩნდა, რამდენიც ძაღლებს აქვთ.

Comments

comments