მეცნიერებმა ახალი ორგანო აღმოაჩინეს

354
SHARE

როგორც სამეცნიერო სიახლეების პორტალი “sciens alert” იუწყება გერმანელმა მეცნიერებმა ახალი, აქამდე უცნობი ორგანო აღმოაჩინეს. ეს ახალი ორგანო ადამიანის ​ ძვალში წვრილი სისხლძარღვების, აქამდე უცნობი, ქსელია. ახალი აღმოჩენა ხსნის, თუ როგორ ნაწილდება პრეპარატები მთელს ორგანიზმში ძვლის ტვინის ინექციის დროს.
მეცნიერთა თქმით, ამ ქსელს ტრანსკორტიკალურს უწოდებენ, რომელიც სისხლს და იმუნურ ქსოვილებს სხეულის ყველა ნაწილთან მიღწევაში უწყობს ხელს.
ხშირად, განსაკუთრებული შემთხვევების დროს, ექიმები, როცა ვენას ვერ პოულობენ, წამლის ინექციას ძვალში აკეთებენ. ეს მეთოდი დიდი ხანია ცნობილია, თუმცა მხოლოდ ახალი აღმოჩენის შემდეგ გახდა ნათელი, თუ როგორ მუშაობს ეს პროცესი და რატომ არის ეფექტური.

მოამზადა სოფიო რატიშვილმა.

FB კომენტარები

კომენტარი