მეცნიერები: ადამიანები მასობრივად მზად არიან რობოტებზე დაქორწინდნენ

300
SHARE

ერთ-ერთი პირველი ანდროიდის „სოფიას“ შემქმნელი, მეცნიერი დევიდ ჰენსონი მიიჩნევს, რომ ამ საუკუნის შუა წლებში უკვე შეიძლება დაიწყოს ადამიანების და რობოტების ქორწინებების „ეპიდემია“. მეცნიერს მიაჩნია, რომ ნეიროქსელების განვითარება იქამდე მიგვიყვანს, რომ უკვე 2029 წლისთვის რობოტების ინტელექტი მიუახლოვდება ჩვილების ტვინის შესაძლებლობებს, ხოლო 2031 წლისთვის, რობოტების წვრთნის და დასწავლის სისტემა მოზრდილი ადამიანის დონემდე მივა. ჰენსონი დარწმუნებულია, რომ რობოტების გაუმჯობესებული სოციალიზაცია და დასწავლის შესაძლებლობებმა 2045 წლისთვის შესაძლოა მოახდინოს ქორწინებების ტალღა ადამიანებსა და ელექტრონულ ქმნილებებს შორის. კომპანია Hanson Robotics-ის დამფუძნებელი ფიქრობს, რომ რობოტებთან ქორწინებები არ იქნება სრულყოფილი, ხოლო ადამიანის მსგავს რობოტებს „მეორეხარისხოვან“ ადამიანებად მონათლავენ.

FB კომენტარები

კომენტარი