მეცნიერები კაცობრიობას აფრთხილებენ

237
SHARE

ახალი საშინელი “გაფრთხილება კაცობრიობას” მსოფლიოს მასშტაბით 15 ათასმა მეცნიერმა დაწერა.
მეციერებმა ის გაფრთხილება განაახლეს, რომელიც 25 წლის წინ 1700 ხელმოწერით შეშფოთებული მეცნიერების კავშირმა Union of Concerned Scientists გამოგზავნა. თუმცა, ექპერტებმა აღნიშნეს, რომ ვითარება გაცილებით რთულია, ვიდრე ეს 1992 წელს იყო და ყველა პრობლემა, რომელიც 25 წლის წინ იყო გამოვლენილი, დღეს მარტივად რომ ვთქვათ გამწვავებულია.
კაცობრიობა კვლავ მოიხმარს განუახლებელ ბუნებრივ რესურსებს, ამას ისიც ემატება, რომ დედამიწის მოსახლეობა სულ უფრო მეტად იზრდება, რაც საბოლოო ჯამში ბუნებრივი რესურსების დეფიციტამდე მიგვიყვანს, მათი სრულად ჩანაცვლების ოპტიმალურ გამოსავალს კი მეცნიერებმა ამ დრომდე ვერ მიაგნეს. 15 ათასი მეცნიერის მიერ გამოგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ მეცნიერები, გავლენიანი მედიასაშუალებები და დედამიწის მოსახლეობა საკმარისს არ აკეთებს ამ კრიზისული მდგომარეობიდან გამოსასვლელად.
თუ მსოფლიო მყისიერ პასუხს არ გასცემს ბუნებრივი რესურსების მსგავსი ტემპებით მოხმარებას, ცოტა ხანში კატასტროფული ბიომრავალფეროვნების კრიზისის წინაშე აღმოვჩნდებით, – ნათქვამია გაფრთხილების წერილში.
25 წლის წინ გამოვლენილი პრობლემებიდან მხოლოდ ოზონის შრეში არსებული ხვრელი დავიწროვდა, რაც მეცნიერების თქმით, კარგი მაგალითია ერთობლივი და მიზანდასახული მუშაობისა. თუმცა, როგორც ჩანს, ყველა სხვა პრობლემები მოგვარების ნაცვალდ კიდევ უფრო გამწვავდა და ექსპერტების თქმით, სულ ცოტა მანძილი დარჩა იმ წერტილამდე, საიდანაც გამოსავალი უბრალოდ აღარ იქნება.
“ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებასა და მმართველობის დონეზეც უნდა გავიაზროთ, რომ დედამიწა ჩვენი ერთადერთი სახლია” – ნათქვამია წერილში.
მეცნიერებმა გამოგზავნილ გამაფრთხილებელ წერილში ხაზგასმით აღნიშნეს ის კატასტროფული ეკოლოგიური ვითარება, რომლის მოწმეები და შემოქმედნიც ჩვენ ვართ, მაგალითად კლიმატური ცვლილებები, მწვანე საფარის შემცირება, ცოცხალი ორგანიზმების მასობრივი გადაშენება, მტკნარ წყალთან წვდომის შემცირება და ოკეანეების “მკვდარი ზონები”.
მეცნიერების თქმით, ჩვენ საფრთხის წინაშე ვაყენებთ საკუთარ მომავალს, როდესაც არ ვზოგავთ ბუნებრივ რესურსებს, არ ვაკონტროლებთ მუდმივად მზარდ პოპულაციას, რაც პირველ რიგში იწვევს გამოუსწორებელ ეკოლოგიურ და სოციალურ საფრთხეებს.
ღია წერილის სახით დაწერილმა ნოტამ 184 ქვეყნის 15 364 მეცნიერის მხარდაჭერა დაიმსახურა, მათ საკუთარი მხარდაჭერა ხელმოწერით დაადასტურეს.
ექსპერტებმა იმედი გამოთქვეს, რომ მათი წერილი აქტიურ საჯარო დებატებს გამოიწვევს.
• წერილში აღნიშნულია, რომ უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში სუფთა წყლის რაოდენობამ ერთ სულ მოსახლეზე 26%-ით იკლო.
• ოკეანეში მკვდარი ზონის ფართობმა, სადაც ცოცხალი ორგანიზმების მინიმალურ რაოდენობას შეუძლია გადარჩეს დაბინძურებისა და ჟანგბადის უკმარისობის გამო 75%-ით გაიზარდა.

განაგრძეთ კითხვა: https://www.allnews.ge

FB კომენტარები

კომენტარი