მექსიკური ცხელი შოკოლადი

89
SHARE



ინგრედიენტები:
რძე – 1 ლიტრი,
შაქარი – 100 გრ,
შავი შოკოლადი – 100 გრ,
დარიჩინი – 1 ჩაის კოვზი,
მარილი – ერთი მწიკვი,
ვანილის შაქარი – 1 ჩაის კოვზი,
კვერცხი – 2 ცალი,
დარიჩინის ჩხირი – 4 ცალი.


მომზადების წესი: ქვაბში რძე, შაქარი, შოკოლადი, დარიჩინი, მარილი და ვანილის შაქარი მოვათავსოთ. დაბალ ცეცხლზე დავდგათ და ვურიოთ, სანამ შოკოლადი არ გადნება. შემდეგ გადმოვდგათ. მიღებულ მასას კვერცხი დავუმატოთ და ცეცხლზე 5 წუთით ისევ დავდგათ, თან ვურიოთ. ბოლოს ჭიქაში ჩავასხათ და დარიჩინის ჩხირით მოვრთოთ.

FB კომენტარები

კომენტარი