მექსიკაში “მის ურუგვაი 2006” გარდაცვლილი იპოვეს

80
SHARE

კონკურს “მის ურუგვაის” 2006 წლის გამარჯვებული, ფატიმა დავალი მექსიკის ერთ-ერთ სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს. მომხდარის შესახებ ინფორმაციას პორტალი El Universal-ი ავრცელებს.
წინასწარი ინფორმაციით, 31 წლის ქალის სხეული სააბაზანოში იქნა აღმოჩენილი. გარდაცვალების მიზეზი, ამ დროისთვის, უცნობია.
მექსიკის პროკურატურა, ჯერჯერობით, მხოლოდ გარდაცვლილი უცხოელის აღმოჩენას ადასტურებს და არ აკონკრეტებს მის მოქალაქეობასა და გვარს.

FB კომენტარები

კომენტარი