მექსიკაში ვულკანი კოლიმა ამოიფრქვა (ვიდეო)

280
SHARE

მექსიკაში ვულკანი კოლიმა ამოიფრქვა. მისმა ფერფლმა 3,5 კილომეტრის სიმაღლეს მიაღწია.
ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება, რომ მოსახლეობისთვის ვულკანი საფრთხეს არ წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, მოსახლეობას სთხოვენ, ახლომდებარე ტერიტორიაზე მისვლისგან თავი შეიკავოს. კოლიმას ყველაზე ძლიერი ამოფრქვევა 2015 წლის ივლისში დაფიქსირდა. მაშინ ვულკანიდან 12 კილომეტრის რადიუსში მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

FB კომენტარები

კომენტარი