მეტროში ქალმა მელია მხარზე მოიგდო (ვიდეო)

192
SHARE

ახალგაზრდა ქალის ვიდეომ, სადაც ჩანს, რომ მას მხრებზე ცოცხალი მელია აზის, ინტერნეტი მოიცვა. გოგონა და მელია მოსკოვის მეტროპოლიტენის სადგურ „კაშირსკაია“-ში ერთ-ერთმა მგზავრმა დააფიქსირა და ვიდეოც გადაუღო.
გოგონა აუღელვებლად ელოდა მატარებელს, საკმაოდ მოზრდილი მელია კი ინტერესით ათვალიერებდა გარემოს. მგზავრებმა სხვადასხვანაირად აღიქვეს მხეცის ასეთი მგზავრობა, საქალაქო ტრანსპორტში, ზოგი შორიდან გარს უვლიდა, ზოგიც კი ინტერესით აკვირდებოდა ამ უჩვეულო მოვლენას.
ვიდეოკადრების ავტორმა კიაღნიშნული ვიდეო სოციალურ ქსელში შემდეგი მინაწერით გამოაქვეყნა – „არიან რუსეთში ქალები, რომლებსაც უყვართ ნატურალური ბეწვი, მაგრამ ცხოველების მკვლელობას ეწინააღმდეგებიან“.
სად მიემგზავრებოდნენ ქალი და მისი მელაკუდა ან რა საერთო ისტორია აქვთ მათ, სამწუხაროდ, უცნობი დარჩა.

FB კომენტარები

კომენტარი