მესამე თაობის საშუალებები სისუფთავისა და სხვა ყოფითი საკითხებისთვის

76
SHARE

ყველა დიასახლისს უნდა, რომ სახლში იდეალურ სისუფთავეს რაც შეიძლება ნაკლები დროისა და ძალისხმევის ხარჯზე მიაღწიოს. ამაში ეს ხერხებიც დაგეხმარებათ.

1. ზამშის გაწმენდაში ჯაგრისი და საშლელი დაგეხმარებათ. ზედაპირზე ჯერ ჯაგრისი გადაუსვით, დარჩენილ ლაქას საშლელი გაუმკლავდება.

2. სარეცხის დასანამში არაყი ჩაასხით და ლეიბზე მოასხურეთ – ამით ლოგინის დეზინფექციას მოახდენთ.

3. გაზქურის გაწმენდის შემდეგ მას საავტომობილო გელი გადაუსვით – ნაკლებად დალაქავდება.

4. ელვა-შესაკრავი ცვილით გაპოხეთ, უკეთ იმუშავებს.

5. თუ შინაური ცხოველი გყავთ, მისი ბეწვისგან ყველაზე კარგად რეზინის ჯაგრისი გაგათავისუფლებთ.

6. პლასტმასის ჭურჭლისთვის – ჩაასხით ჭურჭელში წყალი, ჩაამატეთ ჭურჭლის სარეცხი საშუალება და მათეთრებელი. შედგით მიკროტალღურ ღუმელში და მიიყვანეთ ადუღებამდე. ისევ პირვანდელ სახეს მიიღებს და ახალივით იქნება.

7. ჭურჭლის სარეცხ მანქანაში კარგად ირეცხება სათამაშოები და თმის რბილი სამაგრები.

8. ლაქის მოსაცილებელი სითხე კარგად ათეთრებს კედებისა და ბოტასების თეთრ რეზინის ძირებს.

წყარო: marao.ge

FB კომენტარები

კომენტარი