მერილინ მონროს ცნობილი კაბების ყველაზე დიდი კოლექცია აუქციონზე გაიყიდება

83
SHARE

 

ჰოლივუდის ვარსკვლავის, მერილინ მონროს ცნობილი კოსტიუმების ყველაზე დიდი კოლექცია აუქციონზე გაიყიდება. საუბარია კერძო კოლექციაზე, რომელიც ბრიტანელ დევიდ ჰეინსბორო რობერტს ეკუთვნის. მონროს კოსტიუმები, პირადი გარდერობის ნივთები, პლაკატები, საიუველირო ნაკეთობები და რეცეპტები – ეს ყველაფერი 3 მილიონ დოლარადაა შეფასებული.

რობერტსის თქმით, მოვიდა დრო, ეს უნიკალური კოლექცია მსოფლიომ გაიზიაროს. მით უმეტეს, რომ წელს, ივნისში ვარსკვლავს 90 წელი შეუსრულდებოდა. მისი ნივთების შესყიდვა დევიდ ჰეინსბორო რობერტსმა 1991 წელს დაიწყო. უცხოური მედიის ინფორმაციით, მაგალითად, მონროს შავი კაბა, რომელიც მას ფილმში „ჯაზში მხოლოდ ქალბატონებია“ აცვია, შესაძლოა, 200 000-400 000 დოლარად გაიყიდოს.

შეგახსენებთ, რომ მონროს ცნობილი თეთრი კაბა 2011 წელს რეკორდულ ფასად, 5,5 მილიონ დოლარად გაიყიდა. აუქციონი, რომელზეც ბრიტანელი კოლექციონერის, დევიდ რობერტსის კოლექცია გავა, 19 ნოემბერს ლოს – ანჯელესში გაიმართება.

13059753_1173951875978382_614615191_n

FB კომენტარები

კომენტარი