მელა რომელიც ვაკეში ტანსაცმელს და ფეხსაცმელს იპარავდა “დააკავეს”

1484
SHARE

ცხოველთა მონიტორინგის უფროსი ვახტანგ ლომჯარია  ფეისბუქის პირად გვერდზე მელას ფოტოს აქვეყნებს, რომელიც ვაკეში ერთერთ ოჯახში ტანსაცმელს და ფეხსაცმელს იპარავდა.

“ერთ უწყინარ და ბედნიერ ოჯახს, შუაგულ ვაკეში ეს ,,არამზადა” გოგო შეეჩვია და ისეთი ოინები ჩაატარა, კაი ხანი მასპინძელს პარანორმალური მოვლენების ეპიცენტრში აგრძნობინა თავი.
ხან ცალი ჩუსტი იკარგებოდა, ხან ბოტასი. კონკრეტული ოჯახის შევიწროებას არ დასჯერდა, მეზობლების რეკეტზეც გადავიდა და გასაშრობად გაფენილი ორი პერანგიც გაიყოლა. საინტერესოა რაში გამოიყენა?
-ვინ არის დამნაშავე?
პასუხი არ არის.
-სად არის დამნაშავე?
პასუხი არ არის.
უკვე ოჯახის წევრების ნერვული სისტემა, ანალიტიკური და ლოგიკური მსჯელობა ჩიხში რომ შევიდა, ცალ-ცალი ფეხსაცმლით სიარულიც მოდად აქციეს და ერთმანეთს ეჭვის თვალით დაუწყეს ყურება, ყალთაბანდიც გაიფაქტა.
ეს ოინბაზი კი ,,დაატუსაღეს”, მაგრამ თანამზრახველიც ყოლია და იმასაც მალე მივუსვამთ გვერდით”

FB კომენტარები

კომენტარი