მდინარის პირას 50-ზე მეტი მოჭრილი ხელი იპოვეს (ფოტო)

345
SHARE

რუსეთში, ხაბაროვსკის რაიონში, მდინარის ნაპირზე 54 ხელის მტევანი იპოვეს. ერთი კიდური ადგილობრივმა მეთევზეებმა ამოიღეს წყლიდან და მომენტალურად შეატყობინეს პოლიციას. გამოძიების ფარგლებში, ნაპოვნი იქნა მიწაში ჩაფლული პარკი, რომელშიც დანარჩენი ხელის მტევნები იყო მოთავსებული.

ექსპერტებმა დაადგინეს, რომ კიდურები წყვილშია, ისინი 27 ადამიანს ეკუთვნოდა. ხელების გარდა, პარკში ლურჯი ფერის ბახილებიც იქნა აღმოჩენილი. ამ ფაქტმა გამოძიება იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ ეს რომელიღაცა საავადმყოფოში ამპუტირებული ხელები იყო და სამკურნალო დაწესებულებამ მათი უტილიზაცია ვერ მოახერხა. ამის შესახებ planetanovosti.com იტყობინება.

სხვა ვერსიის თანახმად, ხელის მტევნები შესაძლოა, ქურდობისთვის მოეკვეთათ. ზოგ ხელის მტევანს თითები აკლდა.

Comments

comments