„მგზავრები“ 26 ივლისს მოსკოვში იმღერებს

33
SHARE

მოსკოვის “მწვანე თეატრში” 26 ივლისს ჯგუფ “მგზავრების” კონცერტი გაიმართება. ამის შესახებ თეატრის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.
“მგზავრების” სოლისტმა, გიგი დედალამაზიშვილმა განაცხადა, რომ მათთვის “მწვანე თეატრში” მორიგი კონცერტის გამართვა დიდი პატივია. მისივე თქმით, კონცერტზე როგორც ახალი, ასევე ძველი, ჰიტებად ქცეული სიმღერები შესრულდება.
„სახელგანთქმულ “მწვანე თეატრში” მორიგი კონცერტის გამართვა ჩვენთვის ძალიან ამაღელვებელია. ხუთი წლის წინ ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი ჯგუფი, ვინც განახლებული სცენის გახსნაზე დაუკრა“, – განაცხადა გიგი დედალამაზიშვილმა.

FB კომენტარები

კომენტარი