,,მაცხოვრის საფლავს ქვა ახსნეს და ზეციდან საყვირების ხმა გაისმა“ (ვიდეო)

1375
SHARE

ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ხათუნა ნარიმანიშვილი ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ სასწაულის მოწმეა.
,,მეგობრებო, შოკი მაქვს, სულ ვკანკალებ. ეს ვიდეო ჩემი მათეს ნათლია – დედა ნატალიამ მომაწოდა რამდენიმე დღის წინ. მაცხოვრის საფლავს ქვა ახსნეს და ზეციდან საყვირების ხმა გაისმა. თვითონ ეპისკოპოსის გადაღებული კადრებია. დიდება შენდა უფალო!“
როგორც ცნობილია, მაცხოვრის საფლავი გაიხსნა. რესტავრატორები საფლავის შიგნით შევლენ, რათა მისი სტრუქტურა გაამაგრონ და კედლებში ტიტანის საყრდენები ჩაამონტაჟონ. ცხრა თვის განმავლობაში იმუშავებენ ბერძენი რესტავრატორები კუვუკლიის – მაცხოვრის საფლავზე აღმართული სამლოცველოს რეაბილიტაციაზე. სპეციალისტებს ჭვარტლის სქელი ფენების ჩამოხსნაც მოუწევთ, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში სანთლისა და კანდელის წვის შედეგად დაილექა კედლებზე. ისინი ასევე აპირებენ, რომ ძველ ადგილას დააბრუნონ და დააფიქსირონ წლების განმავლობაში დაცურებული მარმარილოს ბლოკები, რისთვისაც სპეციალურ ხსნარს გამოიყენებენ, რომელიც ბლოკების წყობას გაამაგრებს. კუვუკლიაში რესტავრატორები აწევენ ქვის ფილას, რომელთანაც მილიონობით მომლოცველი იყრის მუხლს საუკუნეების განმავლობაში და ამგვარად ისინი გახდებიან პირველი თანამედროვე მეცნიერები, რომლებიც მაცხოვრის საფლავს შიგნიდან იხილავენ.
რესტავრატორები, აქამდე, ათენის აკროპოლისის აღდგენაზე მუშაობდნენ. მათ არ იცინ, რა დახვდებათ საფლავის შიგნით. მათ უკვე გამოიკვლიეს ქვაბული სპეციალური ზონდებისა და ლაზერული სკანერების გამოყენებით. საფლავის კედელზე აღმოაჩინეს ნაპრალი, რომელიც მანამდე არ იყო აღწერილი. ისინი ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ნაპრალის გაჩენა სვეტებზე კუვუკლიის გუმბათის ზეწოლამ გამოიწვია. სარესტავრაციო სამუშაოები დასრულდება 2017 წლის დასაწყისში. რესტავრაციის განმავლობაში კუვუკლია კვლავ ღია იქნება ღვთისმსახურებისა და მომლოცველებისათვის.

FB კომენტარები

კომენტარი