მაშველებმა მტკვარში ჩავარდნილი ძაღლი გადაარჩინეს

34
SHARE

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს წყალზე რეაგირების ჯგუფის მაშველებმა მტკვარში ჩავარდნილი ძაღლი გადაარჩინეს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, მდინარე მტკვარში, ჩავარდნილი იყო ძაღლი და უსაფრთხო ადგილას გამოსვლას ვერ ახერხებდა.

შეტყობინების მიღებისთანავე, ძაღლის დასახმარებლად გავიდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს წყალზე რეაგირების ჯგუფი.

მაშველებმა მოტონავის საშუალებით ძაღლი წყლიდან ამოიყვანეს. ოთხფეხა მეგობარი თავს კარგად გრძნობს და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

FB კომენტარები

კომენტარი