„მაქსიმე“ მარიამ როინიშვილის ყოფილი ქმარია – „არავითარი მესამე არ ჩამდგარა“

619
SHARE

„ჩემი ცოლის დაქალების“ ბოლო სერიებში „მაქსიმეს“ გმირი განსაკუთრებული სიმპათიით სარგებლობს საწინააღმდეგო სქესში.

15241398_1435816846471342_4879771320106210482_nმსახიობი გიორგი მახარაძე თამარ ჭოხონელიძისა და გია როინიშვილის ქალიშვილის, მარიამ როინიშვილის ყოფილი ქმარი გახლავთ. გიორგი მარიამის ძმის, კოკოს თანაკურსელი და მეგობარი ყოფილა. სწორედ აქედან გაიცნო წყვილმა ერთმანეთი და ოჯახი შექმნა. სამწუხაროდ ურთიერთობა ვერ შედგა. ოჯახი მალე დაინგრა. წყვილს საერთო შვილი, ელენე ჰყავთ. წყვილი დიდხანს მალავდა ოჯახის დანგრევის ამბავს, მაგრამ ბოლოს ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა. გიორგის ცხოვრებაში სხვა ქალი გაჩნდა, მსახიობი, მარიამ ნადირაძე.

2071616316977703773066899283718662814086n

– გიორგისა და მარიამ როინიშვილს ოჯახი რომ დაენგრათ, ამბობდნენ, – გიორგიმ უღალატაო… ის “მესამე” შენ ხომ არ იყავი?
– არა, ასე ნამდვილად არ არის, არანაირი მესამე პირი არ ყოფილა მათი ოჯახის დანგრევის მიზეზი. ჩვენი სიყვარულის ამბავი მათი დაშორებიდან კარგა ხნის შემდეგ დაიწყო… რა თქმა უნდა, ვიცი, რომ ხშირად, ოჯახის დანგრევას ყოველთვის ვიღაცას აბრალებენ, მაგრამ მერწმუნეთ, მე ნამდვილად არ ვყოფილვარ მათი დაშორების მიზეზი… სხვათა შორის, გიორგი ერთგული ადამიანია და არასდროს არავის ღალატობს; მეც, სხვის უბედურებაზე საკუთარ ბედნიერებას არასდროს ავაგებ.“ – ამბობს ჟურნალ „გზასთან“ მიცემულ ინტერვიუში მარიამ ნადირაძე.

1104682716316982337105934474014235418987709n

ერთ-ერთ ინტერვიუში მარიამთან დაშორების მიზეზზე გიორგიც საუბრობს.

2014040322040620468

„ – მიზეზი თქვენ ორშია თუ ვინმე მესამეში?
– ჩვენ შორის არავითარი მესამე არ ჩამდგარა, ჩვენ შორის გაჩნდა ბზარი. აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა ხასიათი გვაქვს, რაღაცეები მას სხვანაირად ესმის, მე კიდევ – სხვანაირად. ჩვენ შორის ვერ მოხდა თანხვედრა. ისიც ვერ მოხერხდა, რომ ცალკე გვეცხოვრა და, რასაკვირველია, ამასაც ჰქონდა თავისი მიზეზი. ერთმანეთი არ დაგვიხოცავს და ისე არ დავშორებულვართ. მიუხედავად ყველაფრისა, ცუდი განწყობა არავის მიმართ მაქვს, ყველას დიდ პატივს ვცემ. ჩვენთვის ცუდი არავის უნდოდა და ის, რომ ოჯახი დაგვენგრა, ჩემი და მარიამის ბრალია და არა – სხვისი. სურვილი რომ გვქონოდა, ერთად ვიქნებოდით. 2 წელი ვიყავით ცოლ–ქმარი და მეორე წელი დაიწყო, რაც ერთად აღარ ვართ.
– ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნეთ?
– ჩემი მშობლები გაშორებული არიან და, ჩემი აზრით, მათი ურთიერთობა მისაბაძი მაგალითია. ისინი კარგი მეგობრები არიან, მეტიც – ძმაკაცები არიან. მათი დაშორების ზუსტი მიზეზი არ ვიცი, მაგრამ ვისურვებდი, რომ მეც და მარიამსაც ისეთივე ურთიერთობა გვქონდეს, როგორიც ჩემს მშობლებს აქვთ. კარგი იქნება, თუ მარიამისგანაც იგივე ინიციატივა წამოვა. გვყავს ელენე, რომელიც ჩვენი ცხოვრების აზრია და ორივე უნდა ვეცადოთ, ის ყველაზე ბედნიერი იყოს.
– შერიგებისკენ ნაბიჯი არ გადადგით, არ სცადეთ, რომ ისევ ერთად ყოფილიყავით?
– რა თქმა უნდა, მცდელობა მქონდა და თან არაერთხელ, ფაქტობრივად ერთი წელი ვთხოვდი შერიგებას, მაგრამ, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, არაფერი გამოვიდა. ერთი წელი და 6 თვე გავიდა, მამაკაცი ვარ და, ბუნებრივია, ჩემს ცხოვრებაში სხვა ადამიანი გაჩნდა. ეს ურთიერთობა რამდენიმე თვის წინ დაიწყო და მეტს არ დავაკონკრეტებ.“

13946269625113812014040322044620468
განქორწინების შემდეგ, მარიამ როინიშვილი კარიერის შენებას შეუდგა. როგორც მოგეხსენაბთ მარიამი დედის გზას გაჰყვა, თუმცა მიმართულებად კლასიკური მუსიკა აირჩია.

წყარო: http://primetime.ge

FB კომენტარები

კომენტარი