“მატება არ იქნება დრამატული, პიკს უკვე მივაღწიეთ, ახლა იქნება პლატო და შემდეგ – დაღმავალი” – თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსზე

2643
SHARE

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაზე აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის დრამატული მატება მოსალოდნელი არ არის:

„მატება არ იქნება დრამატული, არ იქნება ასეულები. იქნება ისევ ორი-სამი-ოთხი ათეული შემთხვევა, რაც ერთი-ორჯერ იყო. პატარა პიკი გვქონდა, ერთხელ იყო 32 შემთხვევა, ერთხელ 40 – სულ ეს იყო ჩვენი პიკი ჯერჯერობით.

მე მგონია, ასე, თორემ ჩემი კოლეგების აზრი ვიცი, ისინი უფრო ოპტიმისტები არიან, გამოთქვამენ აზრს, რომ პიკს უკვე მივაღწიეთ, ახლა იქნება პლატო და შემდეგ დაღმავალი. მე კი მგონია, რომ უახლოესი ერთი კვირა მატება შეიძლება, მაინც იყოს, მაგრამ არ იქნება ასეულები, შეიძლება, იყოს რამდენიმე ათეული დღეში, შემდეგ იქნება პლატო და შემდეგ – დაღმავალი“, – განაცხადა ცერცვაძემ.

FB კომენტარები

კომენტარი