“მატარებელი-მოჩვენება” – რა დააფიქსირეს კამერებმა სადგურზე (ვიდეო)

465
SHARE

ჩინეთში, რკინიგზის ერთ-ერთ სადგურზე კამერებმა ზებუნებრივი მოვლენა დააფიქსირეს- რელსებზე “მატარებელმა-მოჩვენებამ” გაიარა. ვიდეო YouTube-ის არხზე იყო გამოქვეყნებული და მან ორ მილიონზე მეტი ნახვა მოაგროვა.
ვიდეოზე კარგად ჩანს როგორ მოდის სადგურში მატარებელი. ვაგონების გამოსახულება მკვეთრად ჩანს, ფარებიც ინთება. მატარებელი ჩერდება და თითქოს მგზავრებს ელოდება და შემდეგ მიდის. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მოჩვენება მატარებლის ხმასაც გამოსცემს.
როგორ ყოველთვის, ხალხმა კომენტარებში სხვადასხვა აზრი დააფიქსირა, ზოგს სჯერა, რომ ვიდეო მართლაც მისტიურია, ზოგიც მოქნილ ვიდეომონტაჟს აბრალებს მოვლენას.

FB კომენტარები

კომენტარი