მას ჯიბეში მხოლოდ 25 დოლარი ჰქონდა… მაგრამ უდიდესი სურვილი, შეეცვალა მილიონობით ბავშვის ცხოვრება!

62
SHARE

იცით რა მოხდება, თუკი Google-ის საძიებო სისტემაში აკრიფავთ სიტყვას – “ბედნიერება“? თქვენს წინ გადაიშლება 37 მილიონი ფურცელი, რომელიც გთავაზობთ სხვადასხვა მეთოდს, რეკომენდაციას და რჩევას, თუ როგორ შეიძლება გახდეთ ბედნიერები. თუმცა, ვერ იპოვით ისეთ მეთოდსა თუ რეკომენდაციას, რომელიც თქვენზე იქნება მორგებული, რადგან ბედნიერების განსაზღვრება ყველა ადამიანს თავისი აქვს. შეიძლება გქონდეთ კარგი სამსახური, სტაბილური ხელფასი, მაგრამ ვერ იღებდეთ აქედან სიამოვნებას. გვინდა მოგითხროთ 20 წლის ახალგაზრდა, ჯან-ღონით სავსე კაცზე – ადამ ბრაუნზე.
მას ჰქონდა ყველაფერი, რაც საჭიროა ბედნიერებისთვის: ბინა, სამსახური. მისი გარდერობი სავსე იყო სოლიდური საქმიანი პიჯაკებით, სავიზიტო ბარათზე პრესტიჟული კომპანიის სახელწოდება ყოველთვის სიამაყით ავსებდა ადამს.
თუმცა სულის სიღრმეში რაღაც აწუხებდა. ღამე აღვიძებდა შინაგანი ხმა, რომელიც უმტკიცებდა, რომ თავისი თავის რეალიზებას შეძლებდა მაშინ, თუ ცხოვრებას დაყოფდა მიზნებად და არა დოლარებად. სურდა გამხდარიყო რაღაც მასშტაბურის ნაწილი, რომელიც გასცდებოდა მისი წარმოსახვის საზღვრებს.
mshoblebi
ზოგჯერ სურვილი იმხელაა და ისე გადაავსებს ადამიანს, რომ ვეღარ ეტევა მასში. ასეთ დროს საჭიროა გადაწყვეტილება გადააქციო საკუთარ სურვილად და დაუყოვნებლივ იმოქმედო.
ადამს ეს გამოუვიდა. პირველი რაც მან გააკეთა – გამოვიდა საკუთარი კომფორტის ზონიდან. გაექცა ქალაქის ქაოსს და შორეულ ინდოეთში, ვიეტნამსა და აფრიკის ქვეყნებში გაემგზავრა. აზიაში მოგზაურობის დროს უკიდურესად გაჭირვებული ხალხი ნახა. გზებზე უამრავი მათხოვარი ბავშვი ხვდებოდა. ადამის ცხოვრება შეცვალა ბავშვმა, რომელიც მოწყალების მისაღებად იდგა ქუჩაში. დიდ შავ თვალებში ჩახედა და ჰკითხა: “რას ისურვებდი, რომ იცოდე, რომ აუცილებლად აგისრულდება?“ ბიჭის პასუხმა თავიდან ბოლომე შეძრა იგი. ბიჭუნამ უპასუხა: “ფანქარი“.
mshoblebi
როდესაც ფანქარი ბიჭუნას ხელში აღმოჩნდა, სახე შეეცვალა – ისე უყურებდა, როგორც უძვირფასეს ნივთს. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა აუხსნეს, რომ ბიჭი არასდროს  ყოფილა სკოლაში და არ უნახავს, თუ როგორ წერენ ბავშვები ფანქრით. ყოველი ჩვენგანისთვის ფანქარი ჩვეულებრივი საწერი ნივთია, მისთვის კი ცოდნისა და ფართო შესაძლებლობების სამყარო იყო.
mshoblebi
როდესაც ადამი ამერიკაში დაბრუნდა, ჯიბეში მხოლოდ 25 დოლარი ჰქონდა. მაშინვე დატოვა პრესტიჟული სამსახური და დაიწყო ქველმოქმედება. ბრაუნმა დაარეგისტრირა არაკომერციული ორგანიზაცია „იმედის ფანქარი“, რომლის მიზანი იყო სკოლის მშენებლობა ჩრდილო აფრიკაში – ფხატხენგში: „თითქმის ყველა, ვისაც ვიცნობდი, მეუბნებოდა, რომ ეს სიგიჟე იყო. მე ხომ სპონსორიც არ მყავდა”.
mshoblebi
ადამს ძალიან გაუჭირდა და ბევრი დაბრკოლების გადალახვა მოუწია, მაგრამ არ დანებდა, შეუპოვრად მიდიოდა თავისი მიზნისაკენ. გამოჩნდნენ კეთილი ადამიანებიც,რომლებიც გვერდში ამოუდგნენ. სულ რაღაც 5 წელიწადში 300 სკოლა გაიხსნა მისი ხელსეწყობით. ადამი არ აპირებს გაჩერებას – გეგმავს, რომ 2015 წლისთვის 500-მდე გაზარდოს “იმედის ფანქრის“ სკოლების რაოდენობა.
mshoblebi
ადამ ბრაუნმა დაამტკიცა, რომ არაფერია შეუძლებელი. შემდეგ კი 5 მოტივირებული რჩევა ჩამოაყალიბა სხვა ადამიანებისთვის – თუ როგორია გზა პირადი და სხვებისთვის მიმნიჭებელი ბედნიერებისკენ. ეს არის ადამიანური რჩევები მამაცი ადამიანის, რომელმაც ოდესღაც ყველაფერი მიატოვა, რათა სხვებს დახმარებოდა. მან გაცილებით მეტი მიიღო ცხოვრებისგან, ვიდრე ელოდა:

1. გასვლა კომფორტის ზონიდან
ჭეშმარიტი თვითშემეცნება იწყება იქ, სადაც მთავრდება კომფორტის ზონა.
2. იოცნებე მასშტაბურად
თუ ოცნება არ გაშინებს, ე.ი. ის არ არის ბოლომდე თამამი. ოცნებებში უნდა ეცადო ახტე შენს თავზე მაღლა, ხოლო რეალურ ცხოვრებაში გააკეთო ყველაფერი, რათა დაუახლოვდე შენს მიზანს.

3. გაიხარე შემეცნებით
ყოველდღე, ადამიანებთან შეხვედრისას თუ სხვადასხვა შეხვედრაზე დასწრებისას, იგებ სულ ახალ და ახალ ინფორმაციას. ნებისმიერი წვრილმანს შეუძლია გაიძულოს, სხვაგვარად შეხედო მოვლენებს და შეცვალო საკუთარი ფასეულობები.

4. შემოიკრიბე გარშემო ადამიანები, რომლებიც უკეთესს გაგხდიან
ჩვენი გარემოცვა, საზოგადოება პირდაპირ მოქმედებს ჩვენს შემეცნებაზე. ამიტომაა მნიშვნელოვანი, გვერდში გყავდეს ისეთი ადამიანები, რომლებიც შთაგაგონებენ და გაგხდიან უკეთესს.

5. იმოქმედე
დიდი სურვილის ასრულება იწყება პატარა, ზოგჯერ გაუაზრებელი ნაბიჯებისგან. შენს ოცნებას რომ მიუახლოვდე, უნდა აირჩიო გზა და იმოქმედო. მაშინაც კი, თუ ჯიბეში მხოლოდ 25 დოლარი გაქვს…

მე მჯერა სასწაულების და იმისიც, რომ ყოველ ადამიანს, რომელიც ამ სტატიას წაიკითხავს, გაუჩნდება სურვილი, უკეთესობისკენ შეცვალოს რაღაც. მჯერა, რომ თუნდაც ერთი რჩევა იმ 37 მილიონიდან – „ადამ ბრაუნის ისტორია“ – დაგეხმარებათ იმის გაგებაში, თუ რაში მდგომარეობს ბედნიერება კონკრეტულად თქვენთვის და რომ არ არსებობს მიუწვდომელი ოცნებები.

 

წყარო: www.mshoblebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი